სიახლე 

ფოთელმა ლეიბორისტმა შშმ პირს ეტლი გადასცა 20 03 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ხორავას ინიციატივით და იაპონელი ბიზნესმენის კირურუ სუძუკის ფინანსური მხარდაჭერით სპეციალური საჭიროებების მქონე ფოთელ ალექსანდრე კვარაცხელიას ორი სხვადასხვა დანიშნულების ეტლი გადაეცა. აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ეტლები ალექსანდრე კვარაცხელიას თავისუფალ გადაადგილებას და საზოგადოებაში ადაპტაციას გაუადვილებს.

იხილე მეტი
სიახლე 

20 მარტს 20:00 – საათზე გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა 17 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმობა. მოხალისეების მნიშვნელობა განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში დგება, ისეთში, როგორშიც ახლა არა მარტო ჩვენი ქვეყანა არამედ მთელი მსოფლიოა. სახელმწიფო სტრუქტურებს ადამიანური რესურსის დეფიციტი უჩნდებათ და სწორედ ამის აღმოსაფხვრელადაა საჭირო აქტიური მოქალაქეების ძალისხმევა. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დღეიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ 19 03 20

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დღეიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ჩვენთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მითითებების შესაბამისად ის ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დროებით შეწყვეტენ მუშაობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები გადაეცა 19 03 20

COVID-19 პრევენციის ღონისძიებებში კერძო პირებიც ჩაერთვნენ. გერონტი კუხალეიშვილის ფონდის დამფუძნებლის გიგა კუხალეიშვილის გადაწყვეტილებით და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების ორგანიზებით , ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები და ანტიბაქტერიული საშუალებები გადაეცა პრეპარატები და ხსნარები მოხალისეებს, დასუფთავების სამსახურს და სხვა ა(ა)იპებს გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

ექიმების მხარდამჭერი აქცია ფოთში 19 03 20

მედიკოსების მიმართ მადლიერების აქციას ფოთიც შეუერთდა. მოქალაქეებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ტაშით გაამხნევეს და გაწეული შრომისთვის მადლიერება ტაშით გამოხატეს. მათი განცხადებით, ეს არის სოლიდარობის აქცია, რომელიც არის აპარტიული, ეროვნული სოლიდარობის და ემსახურება ჩვენი ექიმების გამხნევებასა და მოტივირებას. რადგანაც ისინი ნამდვილად დაუღალავად შრომობენ თითოელი ჩვენი მოქალაქის ჯამრთელობისათვის. მოქალაქეებს ფოთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ და ექიმების მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს. სოლიდარობის აქცია ,,მადლიერების ტაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერებულია 19 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით გაჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურება. მოქალაქეების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით შეუძლიათ, რომელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღე მუშავდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ტრანსპორტის უფროსს ლადო გუნიავას ვესაუბრეთ. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აჭარა ტექსტილის საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებოდა 19 03 20

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა პირბადის შეკერვაში თავად მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა , რომელსაც ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან აქვს. მისივე თქმით, შემდეგ კი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორში დასაქმებულები იქნებიან . მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის ეროვნულ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ შეხვდა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს ფოთის სერვისების ცენტრი 18 03 20

როგორ შეხვდა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს ფოთის სერვისების ცენტრი და რა მგომარეობაა ქალაქის დასუფთავება-ნარჩენების გატანის კუთხით. ამის შესახებ სერვისების ცენტრის დირექტორი ზვიად აფხაზავა გვესაუბრება ზვიად აფხაზავას განცხადებით მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 0493 250965, დატოვონ ინფორმაცია პრობლემების შესახებ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების წარმოებას იწყებს 18 03 20

ფოთში მოქმედი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი” პირბადეების წარმოებას იწყებს. კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, წარმოება კი ეკონომიკის სამინისტროსთან ნიმუშების შეთანხმების შემდეგ დაიწყება. დეტალების გასარკვევად “აჭარატექსტილის“ ფინანსურ დირექტორს გია ლომინაძეს დავუკავშირდით .

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება ფოთში 18 03 20

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში, ჩვენ ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი