სტუდია ვაშინგტონი 18 01 22
“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიდღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. მორთულია დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე. აღსანიშნავია რომ საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან, 14 იანვარს, ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილე მეტი14 იანვარი ქართული თეატრის დღეა., კურსორი”-ს სტუმარია: ,, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის” დირექტორი, თენგიზ ხუხია, რომელიც დღეს დაგეგმილ პრემიერაზე და თეატრის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. დროგამოშვებით, იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ფოთში 18 იანვარს დღისით +3 , 5 ღამით +1.+3 გრადუსია მოსალოდნელი,ძირითადად მოღრუბლული ამინდი გველოდება. 19 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით 0,ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტი,,კურსორი’’-ს სტუმარია: კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე,რომელიც ფოთში, ისტორიული კანოესა და სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობის საკითხზე გვესაუბრება.
იხილე მეტიფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელზეც სტრატეგიის შემუშავების ეტაპებზე , დაგეგმილ სამუშაოებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრეს.როგორც პროქტის მონაწილეები აცხადებენ : აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის შექმნა მონაწილეობითი პრინციპით დაინტერესებულ პირთა აქტიურობასა და ფართო საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციას დაეყრდნობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია : ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გვესაუბრება.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის”ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი12 იანვარს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართა, მაყურებლების წინაშე, საახალწლო მიუზიკლით ფოთის თეატრის დასი წარსდგა. საღამოს კი ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა სხვადასხვა კომპოზიციები წარადგინეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზურაბ ტიტუას განცხადებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება . შეგახსერნებთ, რომ ფოთში საახალწლო დღეების აღნიშვნა 26 დეკემბრიდან დაიწყო, ქალაქში მოწყობილია: საახალწლო ინსტალაციები,საშობაო სოფელი, საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტო გადასაღები სტენდები.
იხილე მეტი