TV აგროგარემო
TV აგროგარემო – ყველაფერი სოფლის მეურნეობის შესახებ
იხილე მეტიTV აგროგარემო – ყველაფერი სოფლის მეურნეობის შესახებ
იხილე მეტიკურსორის სტუმარია, საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი – 1913“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა ინაშვილი. ფოთის საფეხბურთო კლუბში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, „კოლხეთი 1913“-ის აღმასრულებელ დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა. ზაზა ინაშვილი 2006-2014 წლებში საფეხბურთო კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო გუნდის მთვარი მწვრთნელი. მისი თქმით, საფეხბურთო კლუბის ძველი შემადგენლობისთვის წინა სეზონი წარუმეტებელი აღმოჩნდა და გუნდი უმაღლეს ლიგას გამოეთიშა.
იხილე მეტიდღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართა. ის 6 წლის გახდა. ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა ბავშვებს საზეიმო კონცერტი მოუწყო, სადაც საესტრადო სტუდია “ანა-ბანა” მონაწილეობდა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. დღის ცენტრში 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები არიან დარეგისტრირებული. დღის ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ხემძღვანელი თამარ ფოფხაძე, თავის გუნდთან ერთად ბენეფიციარებს ერთგულად უდგას მხარში.
იხილე მეტიფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. უწყების წარმომადგენლები სპორტკომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გაეცნენ. ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. როგორც ხელმძღვანელობამ აღნიშნა, სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება. საცურაო სივრცეში, 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა განთავსდება. კომპლექსს, ასევე ექნება სპორტული მოედანი რომელიც 160 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ევროპის საინვესტიციო ბანკის…
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31° მიაღწევს.
იხილე მეტისამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება. სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღებას აგრძელებს. ორ კვირიანი კურსები 15 ივლისიდან დაიწყება, სადაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები კვირაში 4-ჯერ ჩაუტარდებათ. როგორც სკოლის პედაგოგმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას. რაც შეეხება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო 2 წლიან აქსეს პროგრამას, ის უკვე შეუდგა მუშაობას. სტუდენტებთან სამი კვალიფიციური პედაგოგია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისეა. ფოთში, სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წელს დაარსდა…
იხილე მეტიფოთში, მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თევზაობით თავიანთ ოჯახებს არჩენენ, დაწესებული შეზღუდვების გამო კი თევზჭერას, პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, დავით გრიგოლიას თქმით, რეგულაციებით აკრძალულია ნაპირთან მიახლოება, ე.წ. “დაბუხვით” თევზჭერა და ქვირითობის პერიოდში თევზაობა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. როგორც ადგილზე განმარტეს, კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს.
იხილე მეტიფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდება. მისი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში შეფერხების და კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობს. დღეს გამოცდები ოთხ ძირითად საგანში, უცხო ენის გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა ტესტი ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და რუსულ ენაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა 95% გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ხვალიდან, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდები დაიწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში 500 პედაგოგია დარეგისტრირებული.
იხილე მეტიტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფოთში, მოქმედი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სატელეფონო კომენტარში, საკრებულოს წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგი მისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა რომ საქმე ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს ეხება. მამუკა ხორავას თქმით, არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ნებისმიერი მედია საშუალების მხრიდან არაკორექტული საუბარი დაუშვებელია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებას, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ქვეყნის პატრიოტია, რომელსაც რუსეთის მომხრები აუჯანყდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, რუსეთის პრეზიდენტს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის…
იხილე მეტიარჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო ცენტრის ეზოში მუსიკალური საღამო გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „ონავრები“ მაყურებლის წინაშე შემაჯამებელი კონცერტით წარსდგნენ. მათ ცნობილი ქართული და უცხო ენოვანი საესტრადო სიმღერები შეასრულეს. როგორც ჯგუფის ხლმძღვანელმა აღნიშნა, პატარა „ონავრები“ ცოცხალი შესრულებით გამოვიდნენ.
იხილე მეტი