ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს 10 11 21
დღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში. ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის – „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი პრეზენტაცია ექვს ენაზე შექმნილ, ერთობლივი ელექტრონული კატალოგის მიმოხილვას დაეთმო, რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნებმა – საქართველომ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტალი პროექტში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში ოპერირებადი იმ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს მოიცავს, რომლებიც ენერგოეფექტური პროდუქციის შექმნა რეალიზაციას ახორციელებენ. შავი…
იხილე მეტი