„კურსორის“ სტუმარია ნანა ტაბიძე 25 03 21
,,კურსორის” სტუმარია ტურიზმის ექსპერტი,ნანა ტაბიძე,რომელიც კეფალის ფესტივალსა და ონლაინ ფოტო-კონკურსზე გვესაუბრება.
იხილე მეტი,,კურსორის” სტუმარია ტურიზმის ექსპერტი,ნანა ტაბიძე,რომელიც კეფალის ფესტივალსა და ონლაინ ფოტო-კონკურსზე გვესაუბრება.
იხილე მეტიუეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა.გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება.ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ,აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა ფინალურ ეტაპზე, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს,ხოლო ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირი , საქართველოში, აქამდე არ ჩატარებულა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება,მათ…
იხილე მეტიფოთში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, შეფერხება დაფიქსირდა, კონკრეტულად თავდადებულისა და აღმაშენებლის კვეთაზე და ბერდიანსკის ქუჩის სრულ მონაკვეთზე.გადათხრილი გზები, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამას ემატება,ახლად მოასფალტებულ გზაზე ამოყრილი საკანალიზაციო მიწაყრილები,რომელმაც შესაძლოა მძღოლებს, გადაადგილებისას საფრთხე შეუქმნას.აღნიშნული საკითხის გასარკვევად, ჩვენ ქალაქ ფოთის ,მუნიციპალიტეტის ,ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის, ინსპექტირების, განყოფილების უფროსს, იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით.როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა; სამუშაოები ამ ეტაპისთვის უამინდობის გამოა შეჩერებული და უახლოეს მომავალში დასრულდება.შეგახსენებთ, რომ ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კომპანია ,,შ.პ.ს ბილტმორი”, ხოლო თავდადებულის ქუჩაზე, კომპანია ,,შ.პ.ს პალადა” აწარმოებენ.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიდღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი: გიორგი კაპანაძე,რომელიც ოპოზიის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გვესაუბრება.
იხილე მეტიფოთს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი სტუმრობდა.შეხვედრაზე, ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მხრივ ალექსანდრე დიუმასა და ნიკო ნიკოლაძის როლზე ისაუბრეს,ამასთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის, ფოთის და საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრების სურვილი გამოითქვა .ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრეს.საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მე-5 საჯარო სკოლა მოინახულა.აღსანიშნავია,რომ საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
იხილე მეტივადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის სხდომაზე წარადგინა.ცვლილებების მიხედვით, ვადაგასული სურსათის,ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე , მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარით სხვები კი -500 ლარით დაჯარიმდება.ასევე ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების გამეორების შემთხვევაში ბიზნესოპერატორი 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.ჩვენ ფოთში მდებარე ზოო მაღაზიას ვესტუმრეთ და იქ არსებულ მდგომარეობას გავეცანით და ვეტერინარს ნათია პატარაიას ვესაუბრეთ,რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება.ჩვენ ვეცადეთ შესაბამისი სამსახურებიდან კომენტარის მოპოვებას , თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. როგორი სიტუაცია იქნება სურსათის უვნებლობის კუთხით,ჩვენს ქალაქში ,ამას ჩვენი სიუჟეტებიდან…
იხილე მეტიფოთში რვა თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ,მომხდარ ფაქტზე 7 ეჭვმიტანილიდან, სამს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კიდევ სამს- 3 წლით,ხოლო ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა- აქედან 2 ძებნაშია.ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა,როგორც ისინი აცხადებენ: 44 წლის მამაკაცი,ე.წ. ქურდული გარჩევების მსხვერპლი გახდა და სადისტურად გაიმეტეს , შესაბამისად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული პირის განაჩენს აპროტესტებენ,ისევე როგორც დანარჩენი სამის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას. ოჯახი სხვა დამნაშავეების დაკავებასაც და ადეკვატურად დასჯასაც ითხოვს.შეგახსენებთ,რომ 44 წლის მამაკაცი გაიტაცეს,იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ ქურდული გარჩევა მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე…
იხილე მეტი2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.შეზღუდვები შეეხო ტაქსებსაც და 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა აეკრძალათ.დღევანდელი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე,საქართველოს მთავრობამ,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.დღეს ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, მათ 2 ზე მეტი პირის გადაყვანის საშუალება ექნებათ,მხოლოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგულაციების სრული დაცვით,როგორიცაა მაგალითად : პირბადის ტარება.ჩვენი გადამღები ჯგუფი,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ ტაქსის მძღოლებს გაესაუბრა, როგორც ისინი აცხადებენ : რეგულაციების შემსუბუქება ძალიან სასიხარულოა.აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ტრანსპორტზე ყველა სახის შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა მოხსნილია.
იხილე მეტი24 მარტიდან 26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. 24-25 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში ხუთშაბათს 25 მარტს,დღისით +7 ხოლო ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში, დროგამოშვებით იწვიმებს.პარასკევს 26 მარტს,დღისით +8 ,ხოლო ღამით +7 გრადუსი გველოდება.ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.დღეს ამით გემშვიდობებით,მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერ დღეებს გისურვებთ.
იხილე მეტი