სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 5 ახალი შემთვხევა დაფიქსირდა 04 03 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 428 211 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 543 755 ადამიანი გარდაცვალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან დაიწყება.მისივე თქმით, COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის…

იხილე მეტი
სიახლე 

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 03.03.21

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება რომელიც , საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.ამ დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე დღემდე ცალკე აღინიშნება.დედის დღეს,3 მარტს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.ფოთში კოვიდ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. დღეს ჩვენი ჯგუფი პოეტ რონა ბუბუტეიშვილს ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ლექსი წაიკითხა.3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა,სწორედ ამიტომ საქართველოში ეს დღე უქმედაა გამოცხადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 03.03.21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა. „თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ. ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სწორედ პირბადის ტარება გვაძლევს ამ ეტაპზე საშუალებას ძველ ცხოვრებას…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. 03.03.21

საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.  მისი განცხადებით , იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან წარმოებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს. ჩვენი ქვეყანა  ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ხორბლის იმ მარაგის წარმოებას რაც ქართული ბაზრისთვის იქნება საკმარისი. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის განცხადებით  ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის გარდამავალი მარაგი მუდმივად აქვს, რაც რისკების შემთხვევაში, სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პურის ფასის ჯერჯერობით გაზრდას არ გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმარია ირაკლი იზორია 03 03 21

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით 2020-ი წლის პირველ კვარტალში 1236-ი ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა,ამავე მონაცემებით დაიღუპა 134-ი პირი,ხოლო დაშავდა 1610-ი პირი. “კურსორის” სტუმარია: ,,ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ დირექტორი ირაკლი იზორია,რომელიც სტატისტიკაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა 02.03.21

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ამავე პერიოდში ნადირობა აიკრძალა გადამფრენ ფრინველებზე,ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს მაია ჩხობაძეს დავუკავშირდით.როგორც მაია ჩხობაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა : გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია რვა ტერიტორიული ორგანო რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლი გაამკაცრაშეგახსენებთ რომ,, ნადირობის სეზონის” დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულომ ,,სერვისების ცენტრის” მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. 02.03.21

25 თებერვალს ფოთში,საკრებულოს რიგით მე-3-ე სხდომა გაიმართა,რომელზეც 5 განხილული საკითხიდან 1 არადამაკმაყოფილებლად  შეფასდა-. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” მიერ წარდგენილი ანგარიში საკრებულოს სხდომაზე კომისიამ  უარყოფითად შეაფასა.  საკრებულომ ფოთის მერიას, აღნიშნული ცენტის მუშაობის მიმართ, მკაცრი ზედამხედველობისკენ მოუწოდა. აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ჩვენი გადამღები ჯგუფი ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეს ბექა ვაჭარაძეს შემდეგ კი ,, სერვისების ცენტრის”დირექტორის პირველ მოადგილეს,  ვერიკო ლაღიძეს დაუკავშირდა,  როგორც საკრებულოს თავმჯდომარე  აცხადებს : ფოთის  მერს არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ერთი თვის ვადაში კონკრეტული  ღონისძიებების გეგმის შემუშავება სთხოვეს. რეკომენდაციას მერი დადებითად შეხვდა. ,, სერვისების ცენტრის”დირექტორის მოადგილეს ვერიკო ლაღიძის განცხადებით:  საკრებულოს…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმრები არიან თეკლა დუნდუა და დავით ჩიქობავა 02 03 21

ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი .ჩეთ ბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. მას ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა.19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრას“ ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად. ჰაკათონის შედეგად შეიქმნა XIX-XX საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთანაც საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს ნიკო თვითონ უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. ჰაკათონში მეორე საპრიზო ადგილზე ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გუნდი გავიდა,რომელთა მიერ შექმნილი ,,ჩეთ ბოტი’’ წარმატებული აღმოჩნდა.   თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ – ნიკო ნიკოლაძის სახელობის…

იხილე მეტი