სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას მემორიალი ჭადრაკში გრძელდება 13 12 2019

ფოთში გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. დღეს კლასიკურ ჭადრაკში მიმდინარე ტურნირის მე-5 და მე-6 ტურები გაიმართა. უკვე გამოიკვეთნენ ლიდერებიც მე-6 ტურის წინ ღია ტურნირში ლიდერობს კახაბერ კიზირია. 7 წლამდე ჭაბუკებში პირველ პოზიციაზეა იაკობ რატიანი 7 წლამდე გოგონებში კი ნინო ძიმისტარიშვილი და ელენე ჯობავა ლიდერობენ 9 წლამდე ჭაბუკებში გიორგი ფხაკაძე, ხოლო გოგონებში კი მარიკა ბართაია ხვალ ბოლო მე-7 ტური გაიმართება, ხოლო ზეგ ფესტივალი ბლიც ტურნიტს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები იასპარეზებენ, მათ შორის დიდოსტატებიც. ფესტივალის გენერალური სპონსორია „კავტრექსფოთი“

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 13 12 19

საკრებულოს დარბაზში ,,ძალადობის ჯაჭვის” ფარგლებში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მიღებული შედეგები განიხილეს. შეხვედრის მიზანი ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში” ჩვენება გაიმართა. შეხვედრის დასასრულს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, ია გორგოტაძემ კლუბის წევრებს სერთიფიკატები გადასცა. აქვე გთავაზობთ მოკლემეტრაჟიან ფილმს- ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკალათბურთო დარბაზში ღია პირველობა მხიარულ სტარტებში დასრულდა 13 12 19

11 და 12 დეკემბერს ფოთის საკალათბურთო დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ღია პირველობა ,,მხიარულ სტარტებში” გაიმართა. მასში 11 საჯარო და ერთი კერძო სკოლა მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ . დაძაბულ ბრძოლაში პირველობა მე-5 სკოლას ერგო. გამარჯვებული გუნდები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ. მხიარული სტარტები ფოთის კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება 13 12 19

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება. ამის შესახებ ფოთის მერის მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ განაცხადა. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ქოლორფულ სფირით“-მა გაიმარჯვა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქგაფორმების სამუშაოებს განახორციელებს. ამჟამად ილუმინაციების და სადღესასწაულო განათების მოწყობილობების მონტაჟი აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს და რუსთაველის რკალზე, აკაკის და სამეგრელოს ქუჩებზეც გაგრძელდება. რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება. პაატა ლაგვილავას განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ფოთის მერია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი იწვის 12 12 19

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდს ”ადმირალ კუზნეცოვს” ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ზედა გემბანზე მაშინ გაჩნდა, როდესაც გემი პორტში სარემონტო სამუშაოებისთვის იდგა. ინციდენტის დროს გემბანზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ადამიანი დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. რემონტისას რამდენიმე თვის წინ დოკი რომელზეც ავიამზიდი რემონტდებოდა ჩაიძირა, მას კი ამწე დაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

რატომ არ ხდება თევზის სუნის პრობლემის მოგვარება ფოთში 12 12 19

წინა წლების მსგავსად ქაფშიის სეზონის დაწყებასთან ერთად ქალაქში უსიამოვნო სუნმა დაიწო გავრცელება რასაც სოციალურ ქსელში მოსახლეობის მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. რატომ არ ხდება თევზის სუნის პრობლემის მოგვარება ჩვენს ქალაქში და რატომ არ აპროტესტებენ მას აქტიურად. ამ კითხვით ფოთის მოსახლეობას მივმართეთ. უმრავლესობა ამბობს რომ პროტესტს აზრი არა აქვს რადგან პრობლემის მოგვარების იმედი არა აქვთ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ელენე წოწონავამ საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა 11 12 2019

2019 წელი ბრწყინვალე შედეგით დაასრულა 14 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ. ამჯერად მან თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ისეთ საჭადრაკო ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მოიპოვა 2020 წლის საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური. ელენემ ამ წარმატებას საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში საპრიზო ადგილის დაკავებით მიაღწია. საქართველოში უკანასკნეული ათეულობით წლების განმავლობაში 14 წლის ასაკში მსგავსი შედეგისთვის არავის მიუღწევია. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არის დახურული ტურნირი და მასში მონაწილეობს საქართველოს საუკეთესო 10 მოჭადრაკე ქალი. ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი,…

იხილე მეტი
სიახლე 

დარეჯან ცხვიტარია ფოთის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა 11 12 2019

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია დღეს საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა. მისი თქმით ამის მიზანი პედაგოგების გამხნევება და მხარდაჭერის გამოცხადებაა, რათა მათ 14-დეკემბერს დაგეგმილ “კონტრაქციაზე” წასვლა არ აიძულონ. ცხვიტარიას ინფორმაციით საჯარო სკოლების პედაგოგებს თბილისში აქციაზე წასვლას ხელისუფლება აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კლასიკურ ჭადრაკში ტურნირი დაიწყო 11 12 2019

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’“-ში გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი. გუშინ დაიწყო შეჯიბრი კლასიკურ ჭადრაკში, რომლის ფარგლებში ტარდება როგორც ღია, ასევე 7 და 9წლის გოგონათა და ვაჟთა შორის ტურნირები შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7ტურად გაიმართება. ტურნირი 14დეკემბერს დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებულები 15დეკემბერს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბლიც-ტურნირი და ამავე დღესვე საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი