სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლამ აქცია გამართა15 10 18

ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე , ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული იფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. ისინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგებასა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფოთის საფეხბურთო სკოლაში არსებული პრობლემები ცნობილია. მათი ინფორმაციით, საკითხის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარეობს. სტადიონზე შკრებილები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში გაიმართა 15 10 18

13-14 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცათ თასები. ტექნიკური შედეგები: II კატეგორია: I – გიორგი კვარაცხელია, II – ლუკა წურწუმია, III – წირქვაძე ნიკა. III კატეგორია: I – ხარშილაძე დავით, II – თოიძე თენგიზ, III – ჩიკვაიძე საბა. IV – კატეგორია: I – ჩიქობავა ფრიდონი, II – ასათიანი თამარი, III – მიგინეიშვილი გრიგოლ. V – კატეგორია:…

იხილე მეტი
სიახლე 

ზოია გრაფიშვილის პოეზიის საღამო ფოთში. “გალერეა 34” 15 10 18

არტ გალერეა 34-ში ფოთელი პოეტის, ზოია გრაფიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო. წაიკითხა ლექსები ძველი და ახალი კრებულიდან. პოეზიის საღამო არტ გალერეა 34-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგები ფოთის საოლქო კომისიაში 15 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩვნო კომისიაში, საუბნო კომისიის წევრთა ტრენინგი გაიმართა. როგორც საოლქოს თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ განაცხადა, ამჯერად ტრენინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ხოლო, ბოლო მეოთხე ეტაპი უახლოეს დღეებში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა პატარა ფოთში 14 10 18

სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ოპელის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.  რის შემდეგაც ავტომანქანას  ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  სასწრაფო  დახმარების ბრიგადამ მძღოლი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

იხილე მეტი
თემა 

გადაცემა “დევნილები და არჩევნები” 13 10 18

გადაცემის თემა: დევნილები და არჩევნები.რა პრობლემები აწუხებთ მათ და რამდენად ინტერესდებიან საარჩევნო პროცესებით. სტუდიის სტუმრები არიან: ლალი გვალია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეწარმე ქალთა ფონდი“ კოორდინატორი და რეზო წულაია- არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ ხელმძღვანელი გადაცემა მომზადდა სამაუწყებლო კომპანია ,,მე-9 ტალღასთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა “ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” 12 10 2018

საუბარია ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე და იმ პრობლემებზე რომლებიც ქალებს ხვდება. როგორც ცნობილია ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე ქალები უფრო მეტია ვიდრე კაცები , გარდა ამისა ამომრჩეველთა რაოდენობითაც ქალები უფრო მეტნი არიან და შესაბამისად ისინი სათანადოდ არ არიან ჩართული ქვეყნის მართვის პროცესში.თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და რატომ არ არიან ისინი მრავლად წარმოდგენილები. რატომ ასრულებენ მხოლოდ შავ სამუშაოს ქალები და რატომ ვერ იკავებენ მაღალ თანამდებობებს?როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით,როგორ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ კითხვებს ჩვენი გადაცემის სტუმრობი პასუხობენ .სტუდიის სტუმრები არიან : ნონა…

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა ,, ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” 10.10.2018

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირა რჩება,28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს. ასე, რომ თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რა უნდა იცოდეთ იქამდე სანამ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიხვალთ.გადაცემაში ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია და თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გაწერელია გვესტუმრნენ, ისინი ამომრჩევლისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ.გეტყვით, რომ დღვანდელი გადაცემა მომზადდა,, მე-9 ტალღსთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კახა კუკავა ამომრჩეველს შეხვდა 11 10 18

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა დღეს ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, ცოტნე დადიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მან ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს ასევე წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სახლში აქცია პირველ იანვრამდე გაგრძელდება 11 10 18

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ფოთის იუსტიციის სახლის უფროსს, ნინო ხარჩილავას გავესაუბრეთ, მისი თქმით, აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია და ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა მოქალაქემ მიიღო. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

იხილე მეტი