სიახლე 

ფოთში 2 აპრილს \\

2 აპრილს 15:00 საათზე ფოთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. მეორე ეტაპზე გადასულ 72 მოსწავლეს შორის ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ შეირჩევა, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის. კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში ,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 72 მოსწავლემ მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრაცია დასრულდა

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების და მასწავლებლების მსურველებთა რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. აბიტურიენტებს შეეძლოთ ზუსტად მიეთითებინათ სასურველი საგამოცდო ქალაქი, რადგან ხვალიდან მათ უკვე აღარ ექნებათ ამის შესაძლებლობა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხი რაინდების მორიგი გამაჯვება

დღეს პარკი არენაზე ბ ლიგის მატჩი გაიმართა სადაც ფოთის კოლხი რაინდების მორაგბეები ხაშურელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 24:10 დაამარცხეს მორიგ მატჩს კოლხი რაინდები სურამში 12აპრილს გამართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

28 წელი “კოლხეთი“-“დინამოს“ პირველი მატჩიდან

ზუსტად 28 წლის წინ, დინამო არენაზე 100 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი, თბილისის \”დინამო\” და ფოთის \”კოლხეთი 1913\” დაუპირისპირდა. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა-ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამ ისტორიული მატჩს მონაწილეები ემოციებით იხსენებენ.
დღეს კი „კოლხეთი 1913“ პრობლემების წინაშეა. სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე გუნდს საშინაო მატჩების გამართვა მეზობელ ქალაქებში უწევს, ვარჯიშებს კი რაგბის სტადიონზე ატარებენ.
„კოლხეთის“-ს გულშემატკივარი კი სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდება და იმედი აქვს რომ საკუთრი კედლები გუნდს თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარება

იხილე მეტი
სიახლე 

პენსიონერთა კავშირ “ბერბერას“ აქცია ფოთში

გუშინ კუნძულის უბნის სანაპიროზე ფოთის პენსიონერთა კავშირ „ბერბერას“ წევრებმა აქცია გამართეს, ლოზუნგებით:არა შეთხზული და ჩადებული საქმეებიტ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას არა დაშინებას, საქმის კეთება სუფთა ხელებით, მოვუაროთ ქალაქს, მოვუაროთ ქვეყანას. ამ ფორმით მათ სალომე მიქაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

“თანაზიარი“ ფოთში პროექტის განხორციელებას იწყებს

რასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა“ ფოთში ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. რომლითაც ისი აპირებენ:შშმ პირების მომვლელთა დახმარებას, პეტიციების შედგენა-დარეგისტრირებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 29 მარტი, 2018

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა დღის წესრიგის მიხედვით 5 საკითხი იქნა განხილული. დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის გამოიწვია ახლადშექმნილი სამსახურების დებულების დამტკიცებამ ოპოზიციონერები ახალი სამსახურების და სასტატო ერთეულების შექმნას არამიზანშწონილად მიიჩნევდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკში გრძელდება

ფოთში, საჭადრაკო კლუბ „ნანას“ სატურნირო დარბაზში გრძელდება სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. დღეს სტარტი აიღო ღია ტურნირმა სწრაფ ჭადრაკში სადაც სხვა და სხვა ასაკის მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7-დ ტურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის პრეზენტაცია

27 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფიის – „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ – პრეზენტაცია.

მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფია გამოსცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა და ის მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მასში საგანგებოდ არის განხილული და გააანალიზებული ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის იონა ხელაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხალი სპეციალობების პრეზენტაცია ფოთის კოლეჯში

საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი,“ 10 აპრილიდან ახალ ავტორიზებულ სპეციალობებზე მიიღებს სწავლის მსურველებს: ფერმერობა მეთევზეობაში, გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში, სამივე პროფესია საჭირო და აქტუალურია ქალაქისათვის.
ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო კაბინეტის გახსნას კოლეჯში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი