სიახლე 

კეფალის ფესტივალის ფარგლებში მორიგი აქტივობა გაიმართა 21 05 21

დღეს ფოთში ,,ხელოვანთა სკვერი’-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ,კეფალის ფესტივალის ფარგლებში, მორიგი აქტივობა გაიმართა. ორგანიზატორებმა სკვერში განთავსებული ფესტივალის სიმბოლო განაახლეს, და დღევანდელი ღონისძიება 26 მაისს,საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს. ორგანიზატორთა განცხადებით , ფესტივალის ფარგლებში,ქალაქში არაერთი აქტივობა იგეგმება.  შეგახსენებთ რომ კეფალის ფესტივალი ფოთში,2018 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კავშირი“ დახმარებას ითხოვს 21 05 21

სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მშობელთა კავშირმა, დაიწყო კამპანია “სახლი მათი მომავლისთვის”. როგორც ჩვენთან ინტერვიუში, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჯავაშვილი აღნიშნავს, შეიძლება მათ მიერ იჯარით აღებული სახლიის დატოვება მოუწიოთ,რაც რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. „ჩვენმა ორგანიზაციამ სამი წლის წინ ,იჯარით აღებულ ფართში შევძელით გაგვეხსნა, და თანდათან მოგვეწესრიგებინა შ.შ.მ. პირებისა და მათი მშობლების ინტერესებისთვის მოგვერგო სივრცე. რათა შეგვძლებოდა დღის ცენტრისა და სოციალური საწარმოს გახსნა, თუმცა ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ის ფაქტი რომ, სივრცე, რომლითაც, შ.შ.მ. პირები და მათი მშობლები ამჟამად სარგებლობს, ნაქირავებია. საკუთრებაში არ გვაქვს ფართი, რომელიც ჩვენს მიზნებსა და მუშაობას სიმყარეს შეძენდა“-განაცხადა…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 32 შემთხვევა დაფიქსირდა 21 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინური, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინის, „სინოვაკის“ სარეგისტრაციო პორტალი უკვე ამოქმედდა, იმუნიზაციის პროცესი კი ორშაბათიდან დაიწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. „საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან, ზოგიერთი, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 26 შემთხვევა დაფიქსირდა 20 05 21

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.შაბათს, 22 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 +18 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +14 +16 გრადუსი, დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი გველოდება,საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაკვირას 23 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსი იქნება,ხოლო ღამით +14 +16  გრადუსი სითბო, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.

იხილე მეტი

,,ყველაფერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ” 21 05 21

ყველაფერი COVID-19-ის საწინააღმდეგოვაქცინაციის შესახებმეხუთე გადაცემის სახელწოდება: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მითებიდა ფაქტები

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიასა და ახალგაზრდულ სააგენტოს შორის შეხვედრა გაიმართა 20 05 21

დღეს,  ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითველო დარბაზში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია,,ახალგაზრდობის სააგენტო’’-ს შორის სამუშაო შეხვედრა  შედგა. ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების, გაძლიერებისა და ეფექტიანი მართვის მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ,,კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სხვადასხვა ეტაპების გავლის შემდგემ, ჩატარდა ონლაინ გამოკვლევები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. კვლევას  მოწვეული ექსპერტები აწარმოებდნენ, რომლის  შედეგადაც  გამოვლინდა თუ რა გამოწვევეის წინაშე დგას დღეს ფოთელი ახალგაზრდობა..სწორედ კვლევა დაედება საფუძვლად მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს და სამოქმედო გეგმის შექმნას ქალაქ ფოთში, რომელიც ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერებას, ადამიანური რესურსის გადამზადებას, ახალგაზრდული საჭიროებების შესწავლასა…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 26 შემთხვევა დაფიქსირდა 20 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 233-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 101 415-მა მოქალაქემ გაიარა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს. ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს „სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. კორონავირუსის 1…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7 საჯარო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 20 05 21

ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან დისტანციური სწავლება 7 სკოლაში 31 მაისის ჩათვლით გაგრძლდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირქტორმა გოჩა ქორქიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების, შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დანარჩენ 4 სკოლაში კი, მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა,რაც შეეხება კოვიდ შემთხვევის მატებას ქორქიას განცხადებით პირველ, მეორე, მესამე სკოლებში კოვიდ-19ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ინტერვიუ გახანგრძლივდება თუ არა სწავლა ფოთის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში, სასწავლო წლის დასრულებამდე, ეს 31 მაისის მონაცემების შემდეგ გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

შესაძლოა პური 10-დან 15 თეთრამდე გაძვირდეს 20 05 22

პურის მწარმოებლები წისქვილ-კომბინატებისგან ფქვილის შეძენას, 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად ითხოვენ, მათი თქმით არსებულ პირობებში მწარმოებლები, პურის ფასის დასტაბილურებას ვეღარ ახერხებენ,,, პურის მცხობელთა ასოციაცია’’-ში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პურის ფასი 15 თეთრამდე  გაძვირდება.ძირითად მიზეზად პურის მწარმოებლები, გაუფასურებულ ლარს, გაძვირებულ საწვავს და იმ იგრენდიენტებზე ფასის ზრდას ასახელებენ, რომლ;ებიც პურის წარმოებისას გამოიყენება, მათი თქმით ფქვილის სუბსიდირების პროგრამა ივლისში  იწურება, თუმცა დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ პროგრამის გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში კვლავ დადგეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტს ვახტანგ ჭარაიას დავუკავშირდით.ყველაფრის პარალელურად, ,,ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია’’-ში აცხადებენ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჯარო სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა 20 05 21

დღეს 20 მაისს, საქართველოს მასშტაბის, მე -12-ე კლასელებმა სწავლა დაასრულეს.მოსწავლეები თითქმის წელიწადნახევრიანი დისტანციური სწავლებიდან დღეს ,,ბოლო ზარი’’-ის აღსანიშნად სკოლებში მივიდნენ და სამუდამოდ დაემშვიდობნენ სკოლის კედლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფოთის  სკოლებში,,ბოლო ზარი’’-ის ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით , ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ღია სივრცეში ჩატარდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის  №8 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, მოსწავლეებმა,  სხვადასხვა მუსიკალური და ქორეგრაფიული ნომრები წარმოადგინეს  და 12 წლის შემდეგ,ბოლოჯერ დარეკეს სკოლის ზარი.ღონისძიებაზე  დაცული იყო სიციალური დისტანცია და მას  მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენდღევანდელი დღე სკოლადამთავრებულებს, ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ მიულოცააღსანიშნავია,…

იხილე მეტი