ფოთში COVID-19 ის 20 შემთხვევა დაფიქსირდა 27 04 21
საქართველოში კორონავირუსის 1 578ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს. კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი განაცხადა გაბუნიამ. ამასთანა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კოვიდპასპორტი იქნება აგებული იმ პრინციპებზე, რა პრინციპებიც არის ამ მიმართულებით ევროკავშირში და მასზე…
იხილე მეტი