კურსორის სტუმარია კანოე ”სპრინტში” პირველი ადგილის მფლობელი მურმან მალანია 20 04 21

დღევანდელი კურსორის სტუმარია, წარმატებული ფოთელი სპორტსმენი, მურმან მალანია,რომელმაც საქართელოს თასზე კანოე სპრინტში პირველი ადგილი მოიპოვა. დღეს ის გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს და ისაუბრებს იმაზე თუ რა პრობლემებისა და გამოწვევბის წინაშე უწევთ ყოფნა, ფოთელ ნიჩბოსნებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 04 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი.კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 030 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა,იტალიაში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს.„Covid-19-ის ახალი შემთხვევები ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება. გასულ კვირას, 5.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს ღირშესანიშავ ადგილებში ფოთის ღირშესანიშნაობებიც მოხვდა 20 04 21

საქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილებს შორის ,ფოთის საკათედრო ტაძარი და ქალაქის ღირშესანიშნაობები მოხვდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ GreeThis“ ფარგლებში ვებ-გვერდი , ვირტუალური სახელმძღვანელო შავი ზღვის საზღვრისპირა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობების შესახებ შეიქმნა. პროექტ „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“-ს ფარგლებში დაიბეჭდა ბუკლეტი, რომელიც ქალაქ ფოთს და მის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეძღვნა. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთოებების მდივანს, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის მენეჯერს ტატიანა ბოკუჩავასა და პროექტის კოორდინატორს ავთანდილ ოსეფაიშვილს შეხვდა…

იხილე მეტი
სიახლე 

ცესკო და სწავლების ცენტრი,№70 ფოთის საარჩევნო ოლქში,სასწავლო პროექტს განახორციელებს 20 04 21

2021 წლის 31 მაისიდან,ცესკო და სწავლების ცენტრი,№70 ფოთის საარჩევნო ოლქში,სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განახორციელებს სასწავლო კურსის გავლა შეუძლია 18 წელს ზემოთ, მყოფ საქართველოს მოქალაქეს, სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება გააჩნდეს ,საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი , №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს სალომე როდონაიას დავუკავშირდით რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ან დისტანციური ფორმით,(70_photi@cec.gov.ge) აპლიკაციის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 04 21

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანა მორიგი ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში ,,უაქციზო სიგარეტები” ამოიღეს 19 04 21

დღეს ფოთში , გარე მოვაჭრეებისაგან, უწყების მიერ, რამდენიმე კოლოფი ,,უაქციზო სიგარეტი’’-ს ამოღება მოხდა.როგორც გარე-მოვაჭრეები აცხადებენ, მათთვის თამბაქოს გაყიდვისგან მიღებული თანხა შემოსავლის ძირითადი წყაროა და ისინი საჯარიმო სანქციას ვერ გადაიხდიან. როგორც გარე მოვაჭრეებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს : უაქციზო სიგარეტების ამოღება საგადასახადო სამსახურის მიერ მოხდა.ჩვენი გადამღები ჯგუფი, შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, როგორც ისინი აცხადებენ,მათ მიერ მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა და სავარაუდოდ ,აღნიშნული, საგამოძიებო უწყების მიერ მოხდა.შეგახსნებთ,რომ ,,უაქციზო სიგარეტები’’-ს ყიდვა,გაყიდვა გასაღება,დასჯადია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 19 04 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: 22 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება.,,19-20 აპრილს მთლიანად საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება,+26+28 გრადუსამდე. მთაში +20+22 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით +11+16 გრადუსამდე დათბება.22-23 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით +16+18 გრადუსამდე. 24-25 აპრილს დასავლეთში კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ფოთში 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 +23 გრადუსია,ხოლო ღამით+ 11 +13. მოღრუბლული დღე გველოდება, დროგამოშვებით იწვიმებს.21 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +14, ხოლო ღამით +10 +12, ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, დროგამოშვებით იწვიმებს, თუმცა დღე ძირითადად უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.22 აპრილი ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15,ხოლო ღამით +9 +11,ცვალებადი…

იხილე მეტი
სიახლე 

ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელს ფოთის N12 საჯარო სკოლაც შეემატა 19 04 21

ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელს, ფოთის N12 საჯარო სკოლაც შეემატა.დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხობელიას ვესაუბრეთ., როგორც ის აცხადებს, სკოლებისთვის მსგავს პროექტში მონაწილეობა საკმაოდ სასიხარულოა. ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელში უკვე 13 ქართული სკოლაა გაწევრიანებული. მათ შორის ფოთის პირველი, მეორე,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტობუსების გაჩერებები მონტაჟდება 04 19 21

ფოთში განახლებული ავტობუსებთან დაკავშირებით ,ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ,ფოთის მშენებლობის ინსპექტირების განყოფილების უფროსს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა, თანამედროვე ტიპის ,, გაჩერებები’’ მალე ქალაქის ყველა უბანში განთავსდება. შეგასხენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს კომპანია შპს„ნიუ პოვერი“ ასრულებს, რომლის ჯამური ღირებულება 200-დან 300 000 ლარამდეა.

იხილე მეტი