სიახლე 

შარლ მიშელის ინიციატივას ფოთელი ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან 04 19 31

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას ახალი დოკუმენტი შესთავაზა. შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად გუშინ ევროკავშირის დელეგაციის ოფისში , ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მივიდა. შეხვედრაზე არ ყოფილა „ქართული ოცნება“,როგორც მათ განაცხადეს: ,,ახლა ჯერი ოპოზიციაზეა’’ რადგან მათ უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტს, საუბარია წინა დოკუმენტის ტექსტზე და არა იმ ვარიანტზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გააცნო ოპოზიციას.ახალ დოკუმენტში წერია, რომ 19-20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს,ანუ მკაფიოდაა აღნიშნული მელია-რურუას გათავისუფლება.ამასთან დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება 2022 წელს,იმ შემთვევაში თუ 2021 წლის ოქტომბრის,ადგილობრივი…

იხილე მეტი
სიახლე 

აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს 5 დღიანი კარანტინის რეჟიმი მოეხსნათ 04 19 21

საქართველოში, 7 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან „ენგურის მდინარის“ გადმოცურვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად სწრაფი ტესტის მეშვეობით მიიღებენ. „დღევანდელი დღიდან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს საკარანტინე რეჟიმი არ შეეხებათ, მოხდება ტესტირება „ანტიგენის“ სწრაფი ტესტით, რომლის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას“- ნათქვამია განცხადებაშიშეგახსენებთ, რომ საკარანტინე შეზღუდვა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებებს დღეს მოეხსნათ.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენა მოეწყო 16 04 21

დედაენის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქში გრძელდება.კვირეულის ფარგლებში, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ფოტო გამოფენა: “მამული, ენა, სარწმუნოება’’. ,,გამოფენა ეძღვნება ადამიანებს, ვინც იბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის და ამით მინიმალური მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ’’ აღნიშნა, კოლხური კულტურის, მუზეუმის დირექტორმა : ელენე გაბლიანმა. ასევე დედა ენის კვირეულის ფარგლებში მუზეუმში ,ფოთის ,თეოფანე დავითაიას სახელობის , 1 საჯარო სკოლის მოასწავლეებმა პროექტი ,,მამულისა გზითა სვლაი წარმოადგინეს’’. ფოთის პირველი საჯარო სკოლა აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს თუმცა კოვიდ პანდემიის გამო ის წელს განსხვავებულად აღინიშნა. შეგახსნებთ, რომ აღნიშნული გამოფენა, დროებითია და ის ,,დედაენის კვირეულის ‘’ფარგლებში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სხალთის ეპისკოპოსის განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა უპასუხა 19 04 21

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო  დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინის ბავშვთა პანსიონში, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა. ,, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი.ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ”, განაცხადა მეუფე სპირიდონმა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოშკში გამოფენა მოეწყო 16 04 21

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში ,ორი დროებითი ფოტო გამოფენა მოეწყო. კოშკში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის ფოთელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმის ფონდის საცავშია დაცული. გამოფენაზე, შეხვდებით წიგნისთვის ,,ფაზისიდან ფოთამდე” შექმნილ 22 მინიატურას, რომელშიც მოთხრობილია ფოთის ისტორია.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ: მსგავსი სახის გამოფენები და ღონისძიებები,სამომავლოდაც იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ბანკსა და,, ნიუ ვიჟენს” შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა 16 04 21

აგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის – ლიბერთი ბანკსა და ,,ნიუ ვიჟენს’’ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, ფერმერები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეძლებენ როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურების შეძენას. მემორანდუმის ფარგლებში, ის ფერმერები რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის დაზღვევას, ასევე ისარგებლებენ ლიბერთი ბანკის განვადებით. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ნამახვანჰესი“ ს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 16 04 21

დღეს 18 საათზე, ფოთში ,,ხელოვანთა სკვერის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე,ნამახვანჰესის მშენებლობის, საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.ორგანიზატორთა განცხადებით,აქცია პერმამენტული ხასიათის იქნება და ამით ,,რიონის ხეობის მცველებს’’მხარდაჭერას გამოუცხადებენ.აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ უკვე 120 დღეზე მეტია მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ: ჰესის მშენებლობა მკვეთრად ავნებს ბუნებას და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ავტონკოლონით გააგრძელეს მოძრაობა.შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ

იხილე მეტი
სიახლე 

კორონა ვირუსის გამო ფოთის რამოდენიმე ბაღი დაიხურა 16 04 21

ფოთში კორონავირუსის  გავრცელების  გამო,  4 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ,მაკა ზარანდიას  განცხადებით: ბაღებში, რეგულაციებით განსაზღვრული ტესტირების შედეგად :  ნომერ მე-2, მე-3, მე-12, მე-13 ბაღში, კოვიდ-19 ,  7 მასწავლებელს და 7 აღსაზრდელს დაუფიქსირდა,ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან  გამომდინარე, ბაღების მთლიანად დახურვის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქში არსებული ყველა კერძო და საჯარო სკოლა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკო ნიკოლაძის კოშკში გამოფენა მოეწყო 16 04 21

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში ,ორი დროებითი ფოტო გამოფენა მოეწყო. კოშკში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის ფოთელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმის ფონდის საცავშია დაცული. გამოფენაზე, შეხვდებით წიგნისთვის ,,ფაზისიდან ფოთამდე” შექმნილ 22 მინიატურას, რომელშიც მოთხრობილია ფოთის ისტორია.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ: მსგავსი სახის გამოფენები და ღონისძიებები,სამომავლოდაც იგეგმება

იხილე მეტი