სტუდია ვაშინგტონი 16 04 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტი1 მასისიდან, ფოთში ლიფტით მგზავრობის საფასური იზრდება, რამდენიმე უბანში კი უკვე გაძვირდა. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, აღნიშნულთან დაკავშირებით,მერიის ადმინისტრაციამ, წერილობითი ფორმით გვიპასუხა: „ლიფტები არის მრავალბინიანი სახლების ამხანაგობების საკუთრებაში. მერიაში დღეს დილით შემოვიდა ინფორმაცია ტარიფის მომატებაზე. შესაბამისი სამსახური სწავლობს საკითხს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომ მობინადრეებიც კმაყოფილები დარჩნენ“.-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.შეგახსნებთ, რომ ლიფტის საფასური შესაძლოა 20 თეთრამდე გაიზარდოს, აღნიშნული გაზრდილი საფასური,უკვე ქალაქის რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში,მოქმედებს.
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.ფოთში 17 აპრილს დღისით +12 ° +14 °იქნება, ხოლო ღამით 11 ° 13 ° გრადუსი, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.18 აპრილს დღისით +22 °+24 ° ;ხოლო საღამოს +13 ° +15 °.დღე უნალექოდ ჩაივლის,საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.19 აპრილს დღისით +16 ° +18 ° ; საღამოს +18 ° +20 °. დღე უნალექოდ ჩაივლის,საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზის გამოყენებაზე იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს. ქვეყანას ამ დრომდე არ გამოუყენებია ვაქცინა, რადგან საბჭო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი თემა ადგილობრივი მარეგულირებლის სამომავლო ქმედება იქნება. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 109 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 131 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის…
იხილე მეტირესტორნები შესაძლოა ისევ ,,დაიხუროს’’ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ინფიცირების კუთხით ქვეყნისთვის “ყველაზე დიდი საფრთხე” სარესტორნო ბიზნესია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით ,სწორედ რესტორნები არღვევენ ,ყველაზე ხშირად, დაწესებულ რეგულაციებს. “ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა იმ პირობების, რომელიც არის აუცილებელი, ასევე, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როდესაც მათ გახსნაზე იყო საუბარი.’’ ტიკარაძის თქმით : თუ დადებითობის დღიური მაჩვენებელი ასცდება 4 პროცენტს,მაშინ შეზღუდვები სწორედ, სარესტორნო ბიზნესიდან დაიწყება,,ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდისტუაციაზე დაკვირვება” განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სრული ,,ლოქდაუნისა’’ და რესტორნების დახურვის შემდეგ,რა ბედი ეწევა სარესტორნო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, ჯერჯერობით უცნობია.. აღნიშნულ…
იხილე მეტიფოთის მერიის დარბაზში, კოლეჯ ფაზისსა და ფოთის მერიას შორის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი კოლეჯ ფაზისის კურსდამთავრებულების სტაჟირებას,ფოთის საამზღრდელო საბავშო ბაღებში ითვალისწინებს, როგორც სწავლის პროცესში ისე დასრულების შემდეგ კოლეჯში ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაა შესაძლებელი როგორებიცაა :„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“„შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“, „ინფორმაციის ტექნოლოგია“.
იხილე მეტიდღეს ფოთის მერიაში შეხვედრა შედგა. საქართველოს ადგილობრივი ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები პროექტის ,,მწვანე ტურიზმის განვითარება რეგიონებში” ფარგლებში,ფოთის მერს შეხვდნენ. და ვირტუალური გიდის შექმნის საკითხი განიხილეს იმ ობიექტებისთვის რომელიც ისტორიულ, მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი შეხვედრები მწვანე ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იხილე მეტიბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.14 %-ია.ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება.„ევროპის წამლის სააგენტო ყველა დაფიქსირებულ შემთხვევას სწავლობს და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მარეგულირებელი ზომები. სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის წამლის ადმინისტრაციასთან და სხვა საერთაშორისო მარეგულირებლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.13 აპრილს აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს.აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი „ვაქცინის მიღების შემდეგ, 6 ადამიანის შემთხვევაში, იშვიათი თრომბოზის…
იხილე მეტიდღეს, ფოთში სტარტი აიღო „საქართველოს ჩემპიონატმა მოსწავლე-მოკრივეთა შორის“ კრივში, რომელიც საქართველოს ეროვნული კრივის ფედერაციის ორგანიზებით იმართება, მასში საქართელოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოკრივეები მონაწილეობენ. აღნიშნული ჩემპიონატი, ევროპის შესარჩევი ეტაპისთვის ტარდება, რომელშიც გამარჯვებული მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემპიონატი საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.„ქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო სპორტის ამ სახეობაში, ბევრი სახელოვანი მოკრივე გვყავს და რათქმაუნდა ეს კიდევ და კიდევ ხელს შეუწყობს ქალაქში ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარებას“-აღნიშნა მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ ჩვენთან ინტერვიუში.შეგახსენებთ, რომ აღნშნული ჩემპიონატი ფოთში დღეს დაიწყო და ის 18 აპრილამდე გაგრძელდება.
იხილე მეტიოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში ოპოზიციური პარტიის “ლელო საქართველოსთის” წარმომადგენელს მაია ჩხარტიშვილს დავუკავშირდით.მისი შეფასებით, პარტია “ლელო საქართველოსთვის” ბოლომდე იბრძოლებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად და უერთდებიან მათ შეხვერდებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც.როგორც ოპოზიციის პარტიების ლიდერები,ჩვენთან საუბარში აცხადებენ : მსგავსი სახის აქცია-პერფორმანსი ,აუცილებელია და ის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. როგორც ცნობილია, პარტიები სამოქმედო გეგმებზე, კვირის ბოლოს დაგეგმილ საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
იხილე მეტი