სიახლე 

ფოთის თეატრში ახალი სპექტაკლისთვის მზადება მიმდინარეობს 01 04 21

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეალიბიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა

იხილე მეტი

ფოთში გამწვანების აქცია გაიმართა 01 03 21

დღეს ფოთში, ახლგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა,რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.ქალაქში სულ 130 ნერგის განთავსება იგეგმება,აქედან უკვე,80 ნეკერჩხლის ნერგი აკაკის ქუჩაზე დაირგო, ხოლო 50 კვიპაროსი კი ნიკოლაძის სანაპიროზე. .აქციის ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიებები,როგორც ქალაქისთვის ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ,,გამწვანება” ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორის სტუმარია ირაკლი შონია 31.03.21

დღეს 31 მარტია,საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია ეროვნულ მოძრაობაზე,ზვიადის გზაზე და მის მომხრეებზე გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ავტორი: ირაკლი შონია,რომელიც ფილმის შექმნის პროცესზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფოთელების აზრი არაერთგვაროვანია 31 03 21

საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ინიციატივით გამოვიდა: ხალხის იმ კატეგორიას,რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს,მთავრობის არცერთი შეზღუდვა არ შეეხება.აღნიშნული თემით დავინტერესდით და ფოთელ მოსახლეობას ვესაუბრეთ, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება და ერთგვარ დისკრიმინაციად აფასებს. ამასთან მათ ვაქცინა საშიშად მიაჩნიათ და მაგალითად გარდაცვლილი ექთანი მოჰყავთ.საზოგადოება იმის გარანტიას ითხოვს,რომ ვაქცინის გაკეთება ფატალურად არ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ არიან მზად აცრისთვის.შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს, ხოლო „ფაიზერის“ 30 000-მდე დოზა 24 მარტს შემოვიდა. ამ დროისთვის კი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 31 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ იმაზე თუ, როდიდან მიეცემა აცრის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს. განიხილება, რომ ასაკი დაიწევს და რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ასევე განიხილება სათადარიგო სიების შექმნაც, იმისთვის, რომ დოზების დანაკარგი არ იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვინმე არ მივიდა ასაცრელად, აღნიშნული სათადარიგო სიიდან სხვა აიცრება.საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.როგორც ევროპის…

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 31 03 21

25 მარტიდან ფოთის ნანა ალექსანდრიაა სახელობის საჭადრაკო კლუბში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.3 სხვადასხვა ტურნირში 75 მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, ტურნირი 30 მარტს დასრულდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომები დაჯილდოვდნენ პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასებიც გადაეცათ.საჭადრაკო კლუბში ხშირად ეწყობა შეჯიბრებები,რომელშიც 100 მდე ფოთელი წარმატებული მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 31 03 21

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, მიმდინარე წლის მარტის თვეში დასრულდა.მას კონპანია შპს ,,სამტრედმშენი” აწარმოებდა რომლის ღირებულებაც 106,294 ლარს აღემატებოდა.როგორც,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრატრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ლევან სონგულია, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს : აღნიშნული მოედანი, წლების მანძილზე ავარიული და მიტოვებული იყო,სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ინიციატივა კი მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე დასრულებულია და ყველა ასაკის მსურველს შეუძლია მისი გამოყენება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მე-4 სხდომა გაიმართა 31 03 21

დღეს ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა.სხდომაზე თოთხმეტი საკითხი განიხილეს,როგორებიცაა:2020 წლის ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის შემოსულობების შესრულება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვა.ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტში რეგურალური სამგზავრო გადაყვანის მარშუტების დამტკიცება. ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცება.ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტის 2021-2023 წლების საშუალო ვადიანი გენდერული თანასწორების სტრატეგიის დამტკიცება. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ლევან ბერიძემ,რიგითმა მოქალაქემ გამოთქვა პრეტენზია,ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაგვიანებასთან დაკავშირებით,რასაც მწვავე სტყვიერი დაპირისპირება მასსა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის მოჰყვა. მიუხედავად ხმაურისა, სხდომა მშვიდ გარემოში გაგრძელდა, კომისიამ 14-ივე საკითხი შეაჯამა და დადებითად ცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში კოვიდ 19 -ის შემთხვევები გამოვლინდა 31 03 21

ფოთში არსებულმა საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით განაახლა.გეგმიური შემოწმების შედეგად რამდენიმე ბაღში კოვიდ-19 გამოვლინდა. სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორის მაკა ზარანდიას განცხადებით , კოვიდი ფოთის N3, N11 და N14 ბაღში დაფიქსირდა, შესაბამისი ჯგუფები 2 კვირიან იზოლაციაში იმყოფებიან,თუმცა აღსანიშნავია რომ შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს და სხვა ჯგუფებში პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილე მეტი