ფოთის მერიაში,სამუშაო შეხვედრა გაიმართა 29.03.21
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემების შემფასებელი სამეცნიერო-ტექნიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის „წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ პროფესორებმა რობერტ დიაკონიძემ და იური ქადარიამ ჩატარებული კვლევებისა და გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრეს.სამუშაო ჯგუფი ისეთ საკითზებს სწავლობს,როგორებიცაა: სანაპირო ზოლის აბრაზიული რეცხვა, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა, მდინარე რიონის ქალაქის არხის გაწმენდა და შემდგომი მოვლა-პატრონობა, ახალი ტიპის მოტივტივე ტალღაშემარბილებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საპილოტე გამოცდის მიზანშეწონილობა, მდ.რიონის ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობა, გალერეის შესწავლა და სარეაბილიტაციო წინადადებების მომზადება.აღსანიშნავია,რომ შეხვედრაზე ქალაქის ერთიანი მელიორაციული პროგრამის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.
იხილე მეტი