სტუდია ვაშინგტონი 09 03 21
სტუდია ვაშინგტონი ”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიმსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დღეს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება,რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1975 წლის 8 მარტს დაწესდა.ამ პროცესებს წინ უძღოდა ნიუ იორკში 1911-წელს საფეიქროს ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი ,რომელსაც 140-ზე მეტი ქალის სიცოცხლე შეეწირა რამაც მსოფლიოს მაშტაბით ქალების მასობრივი პროტესტი გამოიწვია,ყოველი წლის 8 მარტს ქალები მსოფლიოს მასშტაბით მასობრივ პროტესტს აწყობდნენ და ითხოვდნენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას,სამუშაო ანაზღაურების გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვას.ჩვენ ქალთა უფლებების ცენტრის დირექტორს ელენე რუსეთსკაია დავუკავშირდით , რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა.ქალთა უფლებების დაცვაში დიდი როლი შეასრულა კლარა ცეტკინმა, რომელiც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა…
იხილე მეტიფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო დარბაზში ტურნირი რომელშიც ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ოფიციალურად დასრულდა.ფოთის საქალაქო ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ჩემპიონატში 45 ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.პირველ,მეორე,და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები. მედლებითა და სიგელებთ დააჯილდოვდნენ.საჭადრაკო კლუბში სწავლება და შემდეგი ტურნირებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 9 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. ფოთში 9 მარტს დღისით +10 გრადუსი იქნება ხოლო ღამით +3 .დღე უნალექოდ ჩაივლის 10 მარტს დღისით +12 გრადუსი,ხოლო ღამით +7, ნაწილობრივ მოღრუბლული დღე გველოდება.11 მარტიდან მთელი კვირის განმავლობაში ფოთში წვიმაა მოსალოდნელი.
იხილე მეტიფოთში “არტ გალერეა 34”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის”ორგანიზებით ,ონკოლოგიური დავადების მქონე ქალბატონებისთვის შეხვედრა გაიმართა ,რომლის მიზანი ონკო- პაციენტებისთვის, არტ- თერაპიული და ფსიქოლოგიური სეანსის ჩატარება იყო.ღონისძიების ფარგლებში ფოთელმა ქალბატონებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყვეს,გაიმართა ხელის მოწერის ცერემონია. აღსანიშნავია,რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფსიქოლოგი ,რომელმაც ქალბატონებს ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობისას ,ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ,კონსულტაცია ჩაუტარა.არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის” პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.როგორც ღონისძიების ორგანიზატორემა განაცხადეს,მსგავსი აქტივობები ტრადიციულ სახეს მიიღებს..
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 693, გარდაიცვალა 3 576 პაციენტი.8 მარტის მონაცემებით :საქართველოში კორონავირუსი კიდევ 147 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი9 მარტიდან კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა იწყება .კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.ჯერჯერობით კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი…
იხილე მეტინაბადის უბნის მოსახლეობა ქ.ფოთის საკრებულოს თავჯდომარის ბექა ვაჭარაძის,სახელზე პეტიციას ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ფოთში, ნაბადის უბანში, ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა. შენობას დაუბრუნდეს წლების წინანდელი სტატუსი ,აღდგეს კინოთეატრი,და მოეწყოს სხვადასხვა ღონისძიებების თავშეყრისათვის გამოყოფილი ადგილი – ჩამონათვალი, პეტიციის ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნაა. მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების შუამავლობით, ფოთის საკრებულოსგან ,ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პეტიციის ინიციატორს ელისო ჯანაშიას დავუკავშირდით. როგორც ფოთის სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს : ფოთის მოსახლეობას დაუსვეს შეკითხვა თუ რა პრობლემის მოგვარება სურდათ რეგიონში . მოსახლეობის ნაწილმა კი…
იხილე მეტიფოთში მრავალპროფილიანი კოლეჯი „ფაზისი“ მდებარეობს,სადაც შესაძლებელია ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლა. პირველი მარტიდან, კოვიდ პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, კოლეჯის სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის , პრაქტიკული ნაწილის სწავლება, ადგილზე ხორციელდება,ხოლო თეორიული ნაწილის დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მოსწავლეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კოლეჯის დირექტორს ნინო ბაკურაძეს ვესაუბრეთ. კოლეჯში ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაა შესაძლებელი როგორებიცაა :„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“„შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“, „ინფორმაციის ტექნოლოგია“ და ა.შ. კოლეჯმა 2020 წელს პანდემიის პერიოდში ,,გაეროს …
იხილე მეტი5- 8 მარტის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20 გრადუსი 7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი,დასავლეთ რეგიონში- მაღალ მთაში ქარბუქი . დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ფოთში 6 მარტს დღისით +12 ° ღამით +5 გრადუსი იქნება . დღის განმავლობაში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. 7 მარტს დღისით +10 ხოლო ღამით -1 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო დღე-ღამე გველოდება. 8 მარტს დღისით +6 ,ღამით-1…
იხილე მეტი