ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 05.03.21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა. ვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ, სწორედ ამიტომ საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი დოზების სათანადო რაოდენობის დეფიციტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, COVAX-მა ვაქცინით დონორი ქვეყნების მომარაგება დაიწყო, საქართველო კი მხოლოდ თვითდაფინასებითაა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ქვეყანამ ყველა დაწესებული კრიტერიუმი შეუფერხებლად შეასრულა. Pfizer-ის მხრიდან დამატებითი…

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენად უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის კვების ობიექტები?! 05.03.21

ფოთში მრავალპროფილიანი   კოლეჯი „ფაზისი“ მდებარეობს,სადაც შესაძლებელია  ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ტურიზმისა   და აგრარული მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლა. პირველი მარტიდან, კოვიდ პანდემიის  რეგულაციების სრული დაცვით, კოლეჯის სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში  8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის , პრაქტიკული ნაწილის სწავლება, ადგილზე ხორციელდება,ხოლო თეორიული ნაწილის დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რა  გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ და რა რეგულაციების  დაცვა მოუწევთ მოსწავლეებს აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით ჩვენ  კოლეჯის  დირექტორს ნინო ბაკურაძეს ვესაუბრეთ. კოლეჯში ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაა შესაძლებელი როგორებიცაა :„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“„შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“,  „ინფორმაციის ტექნოლოგია“ და ა.შ. კოლეჯმა 2020 წელს პანდემიის პერიოდში  ,,გაეროს  …

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტი ,,გზავნილი ბოთლში”04.03.21

“გზავნილი ბოთლში”ასე ქვია პროექტს, რომელიც ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის,სპორტის, და ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.პროექტი ნიჭიერი ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად, რათა მათ თავიანთი ნამუშევრების საშულებით ძირითადი სათქმელის გამოხატვა შეძლონ.დაგეგმილია ფოთელი ემიგრანტი ქალების ნამუშევრების პრეზენტაცია,და დამწყები ბლოგერი ქალების აღმოჩენა.ჩენი გადამღები ჯგუფი ფოთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს ირმა გუგუშვილს დაუკავშირდა,როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა: პროექტის ფარგლებში, მარტის თვის განმავლობაში არაერთი შემოქმედებითი ღონისძიებაა დაგეგმილი.ფოთელ ემიგრანტ ქალებს თავიანთი ნამუშევრების წარდგენა, კულტურის სამსახურის ფეისბუკ გვერდზე 15 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტი 31 მარტს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი შემცირდა 04.03.21

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით 2020 წელს, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა.თუმცა როგორც ასოციაციაში აცხადებენ მიუხედავად ამისა ქართული ღვინო წინსვლას აგრძელებს.როგორც საქართველოს ღვინის ასოციაციაში განმარტავენ უკვე 6 წელია რაც ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინო სტაბილიზაციას ინარჩუნებს,სააგენტოს მონაცემებით 2020 წელს 912 ათასამდე ბოთლი ღვინო გაიყიდა.ღსანიშნავია რომ საქართველოს ღვინის სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დისტანციურ რეჟიმში და სხვა ონლაინ პლათფორმებით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კლინიკა ბომონდმა ახალი პროფილებით განაახლა მუშაობა 04,03,21

ქ. ფოთში გაიხსნა ახალი კლინიკა,რომელიც ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი ‘’ -ის სახელითაა ცნობილი. ის – აქამდე ,მხოლოდ სამშობიარო კორპუსით იყო წარმოდგენილი და სამეანო განყოფილება ფუნქციონირებდა.დღეს უკვე დასრულდა ქირურგიული კორპუსის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია გაიცა და დაპირებისამებრ ფოთში მრავალპროფილიანი სტანციონარი შეძლებს მუშაობას.აღსანიშნავია ,რომ ადგილობრივ კადრებთან ერთად, დღეს პირველად სხვადასხვა წამყავნი კლინიკებდიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმები, კონსულტაციას ფოთელ მოსახლეობას უწევენ.როგორც კლინიკის ადმინისტრაცია აცხადებს : მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირი ხასიათის იქნება.როგორც კლინიკაში განგვიცხადეს: ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევევბი იქნება ხელმისწავდომი,როგორებიცაა : კომპიუტერული ტომოგრაფია და ენდოსკოპიური კვლევები.ასევე მოსახლეობას, 24 საათიან რეჟიმში უმაღლესი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 5 ახალი შემთვხევა დაფიქსირდა 04 03 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 428 211 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 543 755 ადამიანი გარდაცვალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან დაიწყება.მისივე თქმით, COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის…

იხილე მეტი
სიახლე 

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 03.03.21

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება რომელიც , საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.ამ დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე დღემდე ცალკე აღინიშნება.დედის დღეს,3 მარტს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.ფოთში კოვიდ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. დღეს ჩვენი ჯგუფი პოეტ რონა ბუბუტეიშვილს ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ლექსი წაიკითხა.3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა,სწორედ ამიტომ საქართველოში ეს დღე უქმედაა გამოცხადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 03.03.21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა. „თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ. ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სწორედ პირბადის ტარება გვაძლევს ამ ეტაპზე საშუალებას ძველ ცხოვრებას…

იხილე მეტი