თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 01.03.2021
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან, 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15 ათას ტონაზე მეტი თხილი გავიდა გასაყიდად, რომლის ღირებულებამაც 79 მილიონი აშშ დოლარზე მეტი შეადგინა,რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხად იქცა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან თხილის დიდი ნაწილი ევროპის ბაზარზე გავიდა. მოწინავე ქვეყნებია : გერმანია და იტალია. ჩვენი გადამღები ჯგუფი, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარეს, მერაბ ჭითანავას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, თხილის მოსავალზე სერიოზული ზეგავლენა 2016-2018 წლებში გავრცელებულმა აზიურმა ფაროსანამ იქონია,რამაც შესაბამისად მის ხარისხზე და რეალიზაციაზეც უარყოფითად იმოქმედა. ჭითანავას განცხადებით: …
იხილე მეტი