სიახლე 

აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 07 09 20

აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. რომელიც ასფალტი ბეტონის საფარის აღდგენას მოიცავს. ჩვენი ჯგუფი კომპანია გზამშენებელი 13-ის დირექტორს ირაიდა ფაციას დაუკავშირდა. გთავაზობთ სატელეფონო კომენტარს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკის წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931ლარით აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სენაკელ ექიმს, რომელიც ფოთშიც მუშაობდა კოვიდ-19 დაუდასრურდა 07 09 20

სენაკელ მედიკოსს, რომელიც ასევე ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმია, კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. ინფიცირებული მედიკოსი ფოთში 2 სექტემბერს მორიგეობდა და სავარაუდოდ მის ჯგუფს ბათუმიდან კოვიდ ინფიცირებული გადაჰყავდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფიცირებული მედიკოსის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს. ზინაიდა გაგუას განცხადებით . მორიგე ექიმმა იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. ის სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში“ მუშაობს.

იხილე მეტი
სიახლე 

რომან მელიამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა 04 09 20

“კურსორის” სტუმარია ფოთის ყოფილი მერი და პარლამენტის დეპუტატი რომან მელია, რომელმაც მის მიერ გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნზე, ფოთის განსაკუთრებულ სტატუსზე და ევროპასა და ამერიკაში ახალგაზრდების სასწავლებლად წასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წიგნის მიღების მსურველებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ T-599 87 22 51

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 5სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ღამით ძირითადად წვიმა ელჭექი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 ° +26°; ღამით: +22° +24° იქნება. 6 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ხანმოკლე წვიმა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24° +26° ; ღამით: +20° +22°. 7სექტემბერს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24° +26° ; ღამით: +20° +22°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველომქმედო აქცია გაიმართა 04 09 20

ფოთში ფონდი ,,ქველმოქმედი-2015“ და ქალთა კლუბის ერთობლივი ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სოციალურად დაუცველ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 30ოჯახს სასკოლო ჩანთები გადაეცათ. აქცია შ.პ.ს ,,ტრანსფორდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში covid-19 – ს საეჭვო სიმპტომებით 2 პაციენტია მოთავსებული 04 09 20

ფოთის სამედიცინო ცენტრში კოვიდ19ის საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი 38 წლის ქალი და 56 მამაკაცი ფოთიდან იმყოფებიან. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება 25 წლის ქალს ურეკიდან, მას ,,კოვიდ 19″ არ დაუდგინდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 04 09 20

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, და დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 03 09 20

ფოთის ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც ნატოს ჯარების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოდან, თურქეთიდან და ამერიკიდან. ერთ ერთ თურქეთის მოქალაქეს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. შეხვედრას 13 პირი ესწრებოდა , მათ შორის იყო ფოთის ნავსადგურის 2 წარმომადგენელი. ინფიცირებული პირი ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას სატელეფონო კომენტარს.ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა…

იხილე მეტი