სტუდია ვაშინგტონი 22 01 20
გამარჯობა, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“, ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან, ქართლოს შარაშენიძე მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, დღეს ეგრეთ წოდებული „ჩინური ვირუსის“ შესახებ იმსჯელებენ. კორონას სახელით ცნობილმა ახალმა ვირუსმა უკვე იმსხვერპლა ოთხი ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ დღეში, დაინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მომაკვდინებელი, თითქმის უცნობი ვირუსისისგან მომავალი საფრთხეების ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტებში. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში. ჩინელმა მედიკოსებმა, რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე…
იხილე მეტი