სიახლე 

თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია ფოთში 24 12 19

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : ,, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია.ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. გადაიკეტა საავტომობილო გზა. ადგილო ჰქონდა მცირე ინციდენტს, მაგრამ სიტუაცია ადგილზე მისულმა პოლიციამ განმუხტა . აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივდნენ, თუმცა ისინი ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ითხოვენ შეხვედრას. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ , რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება…

იხილე მეტი
სიახლე 

“სტუდია ვაშინგტონი” 23 12 19

„სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციურ – დემოკრატიულ – პარტიას აქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.  თუმცა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება რესპუბლიკურმა სენატმა უნდა მიიღოს.  ქვედა პალატამ იმპიჩმენტის საქმე სენატს უნდა გაუგზავნოს, თუმცა როდის, ეს ჯერ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ მაღაზიების რაოდენობა ბოლო დროს დრამატულად გაიზარდა, ტრადიციული მაღაზიები მაინც არ კარგავს პოპულარობას. განსაკუთრებით კი მაღაზია მეისი.  ის ამერიკაში საშობაო სეზონის დაწყების ერთგვარი პირველი მერცხალია, თუ რატომ ჩვენი მომდევნო სიუჟეტიდან შეიტყობთ. გადაცემის ბოლოს კი ქართველ არტისტს გაგაცნობთ.  ის ნიუ-იორკში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ხვალ თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია იგეგემება 23 12 19

ხვალ 2 საათზე ფოთის  მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების მიერ თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა,  მოქალაქეები ამ გზით აპირებენ ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ და აიძულონ ისინი თევზის სუნის გავრცელების აღსაკვეთდ ქმედითი ზომები გაატარონ. ადგილობრივ აქტივისტებს სოციალური ქსელით იმ ფოთელებმაც გამოუცხადეს თანადგომა, რომლებიც დედაქალაქში, ან საზღვარგარეთ იმყოფებიან აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფოთელები გადალახავენ ჩვეულ ინერტულობას და გამოვლენ აქციაზე , რადგანაც მხოლოდ რამდენიმე ათული კაცის პროტესტით აღნიშნული პრობლემის გადაჭრა წლებია ვერ ხერხდება .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბიუჯეტის საჯარო განხილვა შედგა 23 12 19

დღეს  ფოთის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2020 წლის  ბიუჯეტი განიხილეს. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დარბაზში შეკრებილებს 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს  და 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას  განცხადებით წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 15%-ით  ანუ დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზრდება, განსაკუთრებული ყურადღება კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,  სოციალურ საკითხებს, სპორტს და კულტურას დაეთმობა. 2020 წლის ფოთის  ბიუჯეტის საკუთარი  შემოსავლები სულ 18 მილიონ 581 ათასი  ლარით განისაზღვრა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო აქცია “გალერეა 34” ში

ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ის მიერ განხორციელებული 10-ზე მეტი სოციალური პროექტიდან – “ხელნაკეთი ნივთების შესწავლა სოციალურად დაუცველთათვის” ერთ-ერთია, რომლის დასკვნითი ნაწილი გაიმართა დღეს “არტ გალერეა 34”-ის საგამოფენო სივრცეში. ერთწლიანი პროექტი განხორციელდა “არტ-გალერეა 34”- ისა და შპს “ტრანსფორდის” საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. 200 -ზე მეტი ნაქარგი, ნახატი თუ ხელნაკეთი ნივთი შეიქმნა პროექტში ჩართული ხუთი მოხალისე პედაგოგის მიერ. (სოფო ვეკუა, ვიქტორია ბასილაია, სიზა ადამაძე, ია როგავა და იამზე გორგოტაძე). პროექტში ასევე ჩართული იყო 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი, მათ შორის, დღის ცენტრის ბენეფიციარები და სპეციალურად მოწვეული – უსინათლო გოგონები, რომელთაც ფონდის მესვეურებისაგან და მაღაზიათა ქსელი “ელექტრონიკისაგან”…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა და პედაგოგთა საპროტესტო მსვლელობა ფოთში 21 12 19

დღეს თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ფოთის პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს . “სიცოცხლე არ მეორდება”, “ჩვენ გვინდა სიციცხლე”, “ვისწავლოთ ჰუმანურობა”- ასეთი პლაკატებით მათ პოლიციის შენობასთან აქცია მოაწყვეს და დაკითხვისას ზეწოლის შედსგად 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვა გააპროტესტეს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ lll გადაცემის მიმოხილვა 20 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთა და მარჩენალდაკარგგულთ კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და…

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ lll გადაცემა 20 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთ და მარჩენალდაკარგგულთ კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო 19 12 19

ფოთში საახალწლო სამზადისი გრძელდება. დღეს ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო . წინა წლებისგან განსხვავებით, ნაძვის ხე რუსთველის რკალზე დაიდგმება და მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა . საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში ჩაირთვება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბაღების გაზიფიცირება დასრულდა 19 12 19

ფოთის  მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გაზიფიცირების პროცესი დაასრულა.  მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ქალაქში 5 სკოლამდელ დაწესებულებაში გათბობის სისტემები დამონტაჟდა,რისთვისაც  212 400 ლარი დაიხარჯა.

იხილე მეტი