სიახლე 

ფოთის თოჯინურმა სპექტაკლმა ფიროსმანმა საუკეთესო სცენოგრაფიის ტიტული მოიპოვა 10 05 2019

იორდანიის სამეფოდან ფოთის თეატრის დასი გამარჯვებული დაბრუნდა. ქალაქ ამანში, გამართულ საერთშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. მსახიობებმა ამანის სცენაზე თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ დადგეს. როგორც თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ განაცხადა, ფოთის პროფესიული თეატრის დებიუტანტმა მსახიობებმა წარმატებით ითამაშეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. სპექტაკლმა კი საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიაში მოიპოვა. თოჯინური სპექტაკლის „ფიროსმანი“-ს დამდგმელი რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ხოლო სცენოგრაფი, გურამ მაცხონაშვილი. თოჯინების მხატვარია ვახო ქორიძე. მსახიობები: ანი ანდღულაძე, ალიკა ცეკვაშვილი, ირაკლი კვერღელიძე და ნიკა კვარაცხელია. საფესტივალო ჩვენებას საქართველოს ელჩი იორდანიაში სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ 11 მაის ჩატარდება 09 05 19

პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ წელს პირველად ტარდება და სტარტს ფოთიდან იღებს. ფონდი „ბილივი“ და თანამედროვე ცეკვის მკვლევარი, ხათუნა მზარელუა პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. 11 მაისს ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფლეშმობით გაიხსნება, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩატარდება. დღის ბოლოს, ფოთის პორტის სარკეებიან დარბაზში, ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის ნამუშევრის „ღამის გადალახვა“-ს ჩვენება გაიმართება. ხათუნა მზარელუას, თქმით, ფრანგმა ქორეოგრაფმა, სპეციალურად პროექტისთვის თვისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი გამოგზავნა. პროექტის მიზანია, პატივი მიაგონ ცეკვის ყველა ფორმას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს 09 05 19

ფოთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელოს მოედანზე და რუსთაველის რკალზე, დეკორატიული, მარადმწვანე ბუჩქები დაირგო. რამდენიმე დღეში, აღმაშენებლის ქუჩაზე ფერადი ყვავილები დაირგვება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან დაახლოებით 23 ათასი ლარი დაიხარჯვაა გათვალისწინებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იმყოფებოდა 09 05 19

ფოთში სახლხო დამცველის აპარტის რეგიონული წარმომადგენელი, გენდერულ საკითხებში იმყოფებოდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “დიოსკურიას” ოფისში შედგა, რომელსაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. დისკუსია ძირითადად ოჯახში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს 09 05 19

ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში, რა, სად, როდის ჩატარდა. თამაშში თერთმეტი საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. დღეს კი, „ერუდიტ სექსტეტის“ თამაში გაიმართა. ფესტივალი 10 მაისს „ბრეინ რინგის“ თამაშით დასრულდება და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ჟიურის წევრები, ერთ ფავორიტ ინტელექტუალ მოთმაშეს გამოავლენს. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ინტელექტუალური კლუბის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დრე აღნიშნეს 09 05 19

ფოთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი აღნიშნეს. საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც ფოთის საზოგადოების ნაწილი დაესწრო. ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლებმა, ვეტერანთა კავშირის წევრებთან ერთად დიდების მემორიალი, სადაც ომში დაკარგული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული, გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, კი ომის მონაწილეების, ალექსანდრე ვაშალომიძეს და გრიგოლ დარჯანიას საფლავებზე ყვავილები მიიტანეს. მ​ეორე მსოფლიო ომში, ფრონტის ხაზზე 11 ათასი ფოთელი იბრძოდა. 2 ათასამდე ჯარისკაცი კი შინ არ დაბრუნებულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა თურქეთში წარმატებით იასპარეზეს 08 05 19

საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოჭადრაკეები, თურქეთის საერთაშორისო ტურნირიდან, რომელიც ორდუს პროვინციაში ჩატარდა, საკუთარ ქალაქში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ფოთელმა მოჭადრაკეებმა, ტურნირში, სადაც 9 ქვეყნის 540 მოჭადრაკე მონაწილეობდა წარმატებით იასპარეზეს.შეჯიბრი, ცხრა ტურად ჩატარდა. შეჯიბრება ქალაქ ორდუში ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბენეფიციარებისთვის ქრონიკულ დავადებათა სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა 07 05 19

სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ფოთში, ფოთის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს და მედპერსონალს შეხვდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების ჩამონათვალი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ბენეფიციარებს ექვსი ძირითადი მიმართულების სამკურნალო მედიკამენტის შეძენა, ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ პსპ-ს ქსელის აფთიაქში შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად, ხოლო საპენსიო ასაკის ბენეფიციარები და შშმ პირები, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ეკატერინე ადამიას თქმით, საინფორმაციო სახის შეხვედრის მიზანი, ბენეფიციართა ინფორმირებულობაა. როგორც მან აღნიშნა ფოთში, პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N1 საჯარო სკოლა ფლეშმობი ბულინგის წინააღმდეგ 07 05 19

ბულინგთან ბრძოლის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართული აქტივობები ფლეშმობით დასრულდა. „არა ბულინგს“, „დარეკე 112“ -ში, „აღკვეთე ძალადობა“, ფოთის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ქუჩაში ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ და სკოლის კედლებში თანატოლების მხრიდან ჩაგვრა გააპროტესტეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქალაქის დღე, კვირაცხოვლობა და საკათედრო ტაძრის გახსნის დღე იზეიმეს 06 05 19

ფოთში, ქალაქის დღესთან ერთად კვირაცხოვლობა და საკათედრო ტაძრის გახსნის დღე იზეიმეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

იხილე მეტი