სიახლე 

“ნაციონალური მოძრაონის” ბრიფინგი ფოთში 14 11 18

ფოთში „ნაციონალები“ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა. მისი განხდებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებალად ყველანაირ ხერხს მიმართავს. როგორც ის ამბობს, ხდება საჯარო რესურსის გამოყენება, ასევე ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ ოპოზიციის ბრალდებებს. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია აცხადებს , ეს არის აგონიაში მყოფი ოპოზიციის განცხადება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.

იხილე მეტი
სიახლე 

15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 13 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 15 ნოემბრამდე, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება, მათ შორის ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლზე უმნიშვნელო ნალექი, დროგამოშვებით ელჭექი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 +17 გრადუსი, ღამით +9 +11 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს ცვალებადი ქარი იქროლებს 6-11 მ/წმ სიჩქარით, საღამოს სამხრეთ-დასავლეთის ქარი დაუბერავს 10-15მ/წმ-ში. დილით სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა დღე-ღმის განმავლობაში 3-4 ბალი დაფიქსირდება, ტალღის სიმაღლე კი 50-140სმ. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულოდა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ღამით ხანმოქლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით: +14 ° +16 °; ღამით: + 8° +10 იქნება. ფოთში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სახალხო აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს 13 11 18

ფოთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, მათ მერია-საკრებულოს თანამშრომლებს თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს, როგორიცაა დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასევე შეხვედრაზე განხულულ იქნა სახალხო დამცველის როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატი და შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრებს, მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძეს საღამო გაიმართა 13 11 18

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმი, სახელწოდებით „მზიანი გულის კაცი“ გაიმართა. ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე გაიხსენეს ნოდარ დუმბაძეს მოღვაწეობა და ცხოვრება. მისი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს და პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს. საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაკა ვაშაკიძეს ხელმძღვანელობით ჩატარდა. მაკა ვაშაკიძემ როგორც აღნიშნა, ღონისძიების მიზანი იყო, პატარა მოსწავლეებისთვის გაეცნოთ ნოდარ დუმბაძეს შემოქმედება, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. რადგან, თითოეული ბავსვის გულში ნოდარ დუმბაძისეულმა სკეთემ სიღრმისეულად გაიდგას ფესვები. საღამოს საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, მეორე სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია…

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის კვლევის შედეგები 13 11 18

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის კვლევის შედეგები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2018 წელს არაერთი ღონისძიება გატარდა. ქიმიური წამლობის და მოსახლეობასთან შეხვედრების გარდა, აქტიურად მიმდინარეობდა მწერის ბიოლოგიური მტრის სამეცნიერო კვლევები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ აზიური ფაროსანს კვერცხს ორი გვარის მწერი აპარაზიტებს. ანასტასუსის და ტრიხოლკუსის გვარის მწერები საქართველოშია გავრცელებული და მათი შემოყვანა არ მომხდარა. იქიდან გამომდინარე რომ, აზიური ფაროსანს რიცხოვნობა ამ ეტაპზე მაღალია, პარაზიტ მწერს ჯერ შედეგი არა აქვს, თუმცა როგორც სპეციალისტი ამბობს, მათი არსებობა უკვე მნიშვნელოვანია და კვლევები მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დაიცვა ფერმერმა ფუტკარი ციტრუსის წამლობისას 13 11 18

როგორ დაიცვა ფერმერმა ფუტკარი ციტრუსის წამლობისას აჭარის რეგიონში ფერმერთა ნაწილი ციტრუსის ბაღების მოვლასთან ერთად, მეფუტკრეობასაც ეწევა. სოფელ ერგეს მცხოვრებ ბადრი ლორთქიფანიძეს მანდარინის და ლიმონის ბაღებში ფუტკრის სკებიც აქვს. ფერმერი ამბობს, რომ გარდა იმ წამლობებისა, რომელიც უკვე აქამდე არსებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ტარდებოდა, ბოლო წლებში საჭირო გახდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობაც. ბადრი ლორთქიფანიძე წამლობის დროს ფუტკრის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებებზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ თუ წამლობა საღამოს პერიოდში ჩატარდება ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა 12 11 18

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები მონაწილეობდნენ. პაცენტებს კონსულტაციების შემდეგ , საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. მიმდინარე პროცეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ. სამედიცინო აქცია, მუნიციპალიტეტის მერიისა და კორპორაცია “ევექსის” ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე დევნილები დახმარებას ითხოვენ 12 11 18

ვაჩნაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ისინი აცხადებენ, 8 წლის წინ დევნილთა სამინისტრომ აღნიშნული ობიექტი მათ დაუკანონა და კაპიტალურად გაარემონტა, მაგრამ სახურავმა ერთ წელიწადში წყალი გაატარა. მობინადრეების თქმით, არაერთხელ მიმართეს დევნილთა სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ქალაქის ფოთის მუნიციპალრტეტის მერიის უშუალო ჩარევით, გადახურვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში 12 11 18

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში შემოდგომის მიწურულია და მეციტრუსე ფერმერები ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. გასულ წელს ციტრუსის კულტურაში აზიური ფაროსანა მცირედით შეინიშნებოდა და ფერმერებს მოსავლის ნაწილიც დაუზიანა. სოფელ შარაბიძეების მკვიდრ, სულხან ვერძაძეს მანდარინის პლანტაცია ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული და წელს 15-20 ტონამდე მოსავალს ელოდება. ფერმერი ამბობს, რომ გასულ წელს აზიური ფაროსანა გაცილებით აქტიური იყო და მეტი რაოდენობითაც შეინიშნებოდა, წელს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კი მის ბაღში პოპულაცია შემცირდა და ბაღლინჯოს მისი ციტრუსიც თითქის არ დაუზინებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 12 11 18

როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა პრობლემები და გამოწვევები იყო რეგიონში და როგორი შედეგები გვაქვს წლის ბოლოს, – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მიმდინარე წელს აჯამებს. მამუკა თურმანიძემ ჩვენთან საუბრისას გასული წლის პრაქტიკაც გაიხსენა და იმ უნდობლობაზე ისაუბრა რაც მოსახლეობას ღონისძიებების მიმართ ჰქონდა, მისი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია სახელდებოდა. მინისტრი აქვე აღნიშნავს რომ წელს ეს ვითარება შეცვლილია.

იხილე მეტი