სიახლე 

ფოთში საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა 22 10 18

ფოთში, 20-21 ოქტომბერს მდინარე კაპარჭინაზე საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა. ჩემპიონატი ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. ბიჭებს შორის შეჯიბრი ერთ ადგილიანი, ორ ადგილიანი, ოთხ ადგილიანი და ერთ ადგილიანი საზღვაო კლასის ნავით ჩატარდა, ხოლო გოგონათა შორის ერთ ადგილიანი და ორ ადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით გაიმართა. საქართველოს ღია ჩემპიონატში 1999-2005 წლებში დაბადებული ნიჩბოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა 500, 1000, 1500 და 2000 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. წელს ღია ჩემპიონატით დასრულდა საჯიბრო და მოსამზადებელი სეზონი. ზამთრის სეზონიოსთვის სპორტსმენები დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრებები ფიზიკურ მომზადებაში, სპეციალური ტრენაჟორებით გაიმართება.  …

იხილე მეტი
სიახლე 

ივენთ კომპანია „ბრავო“-ს პროექტი „ბოლო ზარი -2019“ 22 10 18

„ბოლო ზარი -2019“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ივენთ კომპანია „ბრავო“ საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს სთავაზობს. პროექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებული კლასი, ივენთ კომპანიის მომსახურების სრულ პაკეტს უფასოდ მიიღებს. გათამაშებაში გამარჯვებული 2019 წლის 19 მარტს, 19 საათზე გამოვლინდება

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ფოლკლორის ამაგდარ იროდი ტიკარაძეს იუბილე 22 10 18

ქართული ფოლკლორის ამაგდარმა იროდი ტიკარაძემ,მეუღლესთან მაყვალა ჯინაშვილთან თანაცხოვრობის ნახევარი საუკუნე აღნიშნა. ანსამბლ „ფაზისის“ წევრებმა და ახლობლებმა მათ სიყვარულითა და ურთირთპატივისცემით გავლილი წლების იუბილე მიულოცეს. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, ღირსების ორდენოსანსა და ხელოვნების ქურუმს, ნიკო ნიკოლაძის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალიონი საზეიმოდ გადასცა. ხელოვნების ქურუმის მეუღლე, მაყვალა ჯინაშვილიც ლოტბარია,ის მე-9 საჯარო სკოლის ვოკალურ გუნდს 20 წელი ხელმძღვანელობდა. ბატონმა იროდი ტიკარაძემ გაიხსენა სტუდენტობის პერიოდი,როდესაც მომავალი მეუღლე პირველად ნახა. მისი თქმით მეუღლის დანახვაზე ახლაც ისე უცემს გული როგორც სიყმაწვილეში.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბეები ასპინძის გუნდთან დამარცხდნენ 22 10 18

ფოთში, პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პიველი ლიგის სეზონის მესამე კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთელმა „ კოლხმა რაინდებმა“ სამცხე ჯავახეთის გუნდს „ტაოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი „კოლხი რაინდების“ უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმის უკანასკნელ წუთზე მათ ვერ შეძლეს მეტოქის შეჩერება და სტუმრებმა ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ ფოთელები ანგარიშით 20:22 დამარცხდნენ. შემდეგი თამაში 27 ოქტომბერს პარკი არენაზე გაიმართება, სადაც „კოლხი რაინდები“ ოზურგეთის გუნდას უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

თეიმურაზ შაშიაშვილი ფოთში 22 10 18

ფოთში წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ჩამოვიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობასთან მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიკოლაძის იუბილესადმი მიძღვნილი ,,ფუძეობა“ გაიმართა 19 10 18

დღეს ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში რეგიონული ფესტივალი ,,ფუძეობა“ გაიმართა. ფესტივალი რამდენიმე სახის ღონისძიებას მოიცავდა. „ფუძეობასთნ” დაკავშირებით, სხავადასხვა რაიონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, ფაცხებში თავიანთი კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნამუშევრები წარმოადგინეს. ასევე აწარმოე საქართველოს ფარგლებში მარკეტინგული კუთხე მოეწყო, სადაც ხელთნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მეწყო. ადგილობრივი ესტრადისა და ფოლკლორის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს . ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ლელა წურწუმიამ და მაკა ზამბახიძე მიიღო. ფესტივალი ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

სალომე ზურაბიშვილი ფოთელ ამომჩეველს შეხვდა 19 10 18

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფოთელ ამომრჩევლს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ ზურაბიშვილი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ აღელვებს ის გარემოება, რომ მას მოღალატეს უწოდებენ, რადგან ნიკო ნიკოლაძეც თავის დროზე მოღალატედ შერაცხეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას გავრცელების რისკები ქვემო სვანეთში 19 10 18

აზიური ფაროსანას ქიმიური პრეპარატებით და მექანიკური საშუალებით აქტიურად ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ბაღლინჯომ შემოდგომაზე მათი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. რუსუდან გუგავა ამბობს, რომაზიური ფაროსანა მათ სოფელსა და მუნიციპალიტეტში გასულ წელს არ შეიმჩნეოდა მაგრამ, წელს მავნებლემა პომიდორი, ყურძენი, სიმინდი  და ჟოლო დაუზიანა. „ყოველ წელს ჩემს ეზოში გაშენებულ ბაღში რამდენიმე სათლს ჟოლოს ვკრეფდი, წელს აზიურმა ფაროსანამ ისე გაანადგურა მოსავალი, რომ ერთი ცალიც არ მომიკრეფავს“- ამბობს გუგავა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მავნებელმა იმ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიკოლაძის 175-ე წლის იუბილე აღნიშნეს 19 10 18

ფოთში, დიდი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175-ე წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, საკრებულოს სხდომათა დარბაზის გახსნის ცერემონიით დაიწყო, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიაზე მოხსენებით, კოლხური კულტურის მუზეუმის დიექტორი, ელენე გაბლიანი და პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, დალი ჩიკვილაძე გამოვიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. გამოსვლელბმა ნიკოლაძის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მის ფენომენალურ პიროვნებაზე გაამახვილეს ყურადღება. გაიხსნა რეაბილიტირებული ნიკოლაძის კოშკი, სადაც მისი პირადი ნივთები და საოჯახო სურათებია განთავსებული. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და მეუფე გრიგილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ფოთის საპატიო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სადარაჯო ხომალდების საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართა 18 10 18

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი