სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 01 06 18

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ბლიც ტურნირი ,რომელშიც მონაწილეობა 40მდე მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ადგილი  აკაკი ყალიჩავამ მოიპოვა მე- 2  დიანა ლომაია იყო  მე-3 კი  ნინო სოლომონია. გამარჯვებულები საჭადრაკო კლუბის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით , სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ .

იხილე მეტი
სიახლე 

საგამოფენო დარბაზში სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულების ნამუშევრები გამოიფინა 01 06 18

გუშინ ფოთის საგამოფენო დარბაზში ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა, სადაც 4 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა , საღამოს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ნინო პაჭკორია ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

“ფოთის მოხალისე 2018” იწყება 01 06 18

ქალაქ ფოთის მერიის ინიციატივით ახალგაზრდული პროექტის ,, ფოთის მოხალისე 2018 “-ის განხორციელება დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მსურველებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. პროექტ ,,ფოთის მოხალისე 2018”-ის ფარგლებში 14-29 წლამდე ახალგაზრდის 80 -მდე განაცხადია შემოტანილი.  მოხალისეები მონაწილეობას როგორც ქალაქის ასევე საკუთარი ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ფუტკარი ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას 01 06 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური პრეპარატი მავნებელთან ერთად ზიანს ფუტკარსაც აყენებს. აჭარელი მეფუტკრე ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისი ოჯახის ტრადიცია. მან კარგად იცის, რომ არა მხოლოდ აზიური ფაროსანას არამედ ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ფუტკარზე და საჭიროა მისი დაცვა.  სწორედ ამიტომ წამლობამდე მეფუტკრე ფერმერის გაფრთხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.სპეცილისტების რეკომენდაციით,  ქიმიური წამლობისას და შემდეგ საჭიროა ფერმერებმა შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.

იხილე მეტი
სიახლე 

“ნუ მომკლავ” აქცია ფოთში 31 05 18

,,ნუ მომკლავ”- ამ ლოზუნგით ფოთის დრამატული თეატრის წინ აქცია მოეწყო. საზოგადოების წარმომადგენლებმა ზაზა სალარიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულო სხდომა 30 05 18

ფოთის საკრებულოს მე-13 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინრეობდა. დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიცის შორის, მერის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ანგარიშმა გამოიწვია. სადაც საუბარი იყო ქალაქში არსებულ უსახურ შენობა-ნაგებობებზე და აგრარულ ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგებაზე.  სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისს წარმომადგენელმა დარეჯან ცხვიტარიამ, საკრებულოს წევრებს მარტოხელა, ორშვილიანი დედის ჯამრთელობის პრობლემა გააცნო. მისი თქმით მარტოხელა დედას თვალის გადაუდებელი ოპერაციისთვის 2 ათას 700 ლარი ესაჭიროება. მუნიციპალიტეტი კი მხოლოდ ათასი ლარით ეხმარება. დარეჯან ცხვიტარიამ შეაბამისი სამსახურებისგან ოპერაციის სრული თანხის დაფარვა მოითხოვა.  საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის რვავე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-15 საჯარო სკოლა. ,,ანბანის გაცილება” 31 05 18

სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფოთის მე-15 საჯარო სკოლის 1 ბ კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს . პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება და ანბანის გაცილება ხალხური ცეკვებით, ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს. პატარებმა მაყურებელს ერთსაათიანი პროგარმა წარუდგინეს,ზეიმის დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნეს 31 05 18

ქალაქის მუსიკალურმა საზოგადოებამ, ფოთელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და დირიჟორის, ღირსების ორდენის კავალერის, ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნა. ეთერ დანელიას დაბადებიდან 80 და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ , მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა,კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს. ეთერ დანელია ნახევარი საუკუნეა ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში მოღვაწეობს და საგუნდო-სადირიჟორო საქმეს ემსახურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს NASCAR-ის ამერიკელი ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ კობი ესტუმრა 29 05 18

აშშ-ს საელჩოს მოწვევით, საქართველოს ავტომრბოლელი ქალი, ჯენიფერ ჯო კობი სტუმრობს. ის მონაწილეობას იღებს ერთკვირიან კამპანიაში ,,ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.“ დღეს ჯენიფერ ჯო კობმა საჯარო შეხვედრა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დარბაზში გამართა. ჯენიფერ ჯო კობი არის პროფესიონალი ავტორბოლელი, NASCAR-ის  გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე. ჯენიფერმა ავტორბოლა კანზას სიტიში 1991 წელს დაიწო. ის ახლაც მონაწილეობს შეჯიბრებეში, რომლებიც როგორც ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში იმართება. ჯენიფერ კობის ვიზიტს საქართველოში აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში 29 05 18

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფერომონიანი დამჭერები რეგიონის მასშტაბით 1300-მდე ლოკაციაზე განლაგდა, სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხევით შეირჩა.ინსპექტორის თქმით მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

იხილე მეტი