სიახლე 

ხმაური ფოთის საოლქო კომისიის სხდომაზე

ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 31- უბნის საჩივარის განხილვას კომისიი წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. საოლქოში “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელის, მიხეილ პაჭკორიას მტკიცებით, უბანზე ხმის დათვლის დროს მან დაინახა, როგორ ცდილობდა უცნობი პიროვნება 15 ბიულეტენის შეცურებას. აქედან გამომდინარე პაჭკორიამ უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.
საოლქო კომისიის თავჯდომარემ სალომე როდონაიამ მიხეილ პაჭკორიას მოთხოვნა უსაფუძლოდ მიიჩნია,როგოც მან განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, როდონაიას თქმით,საჩივარი ისეთი პირის მიერ არის შედგენილი, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ქონდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქოს კომისიის წინასწარი მონაცემები

ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა კურდღელია გახდა.
საკრებულოში „ქართული ოცნება“ 18 მანდატით შევიდა. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მხოლოდ „ნაციონალებმა“ შესძლეს საკრებულოში ორი წევრით შესვლა,დანარჩენებმა კი მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას შეჭმის შემთხვევაში შინაურ ცხოველს ხორცის გემო შეეცვლება 19 10 17 აზიური ფაროსანას შეჭმის შემთხვევაში შინაურ ცხოველს ხორცის გემო შეეცვლება

აზიური ფაროსანა შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს
რა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცელი არ არის.
სააგეტოს გურიის რეგიონული სამმართველო სპეციალისტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შინაური ფრინველის მიერ აზიური ფაროსანას შეჭმა, მის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. თუმცა განმარტავს მავნებელი დაავადების გადამტანიარ არის.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და ბოსტნეულს, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.
მის წინააღმდეგ საბრძოლვლეად ახალი მედიაკამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან

ფოთის ადმინისტრაციული შენობის წინ, ფოთის საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი-1913“-ის გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებისგან გუნდის საშინაო მატჩების, ფოთში გამართვის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ ფოთის საფეხბურთო გუნდი 2012 წლიდან სტადიონის აშენებას ელოდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა

ფოთის საჭადრაკო კლუბში მარათონული ღია ბლიც ტურნირიგაიმართა,რომელიც მონაწილეობა მიიღო ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მარტვილის 14 საკმაოდ ძლიერმა მოჭადრაკემ. 30-30 ქულით პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს ნიკა ღვამბერიამ და გიორგი გამზარდიამ. მათ შორის პირველი ადგილის გამოსავლენად გაიმართა ტაიბრეიკი რომელიც დასრულდა ნიკა ღვამბერია გამარჯვებით და შესაბამისად პირველი ადგილი მას ერგო. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს.
უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკური არ არის

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოპოზიციონერებმა მორიგი აქცია გამართეს

ფოთში ოპოზიციურმა პარტიებმა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან გუშინ საღამოს მორიგი აქცია გამართეს.
ისინი 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ,რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც თავად თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიისგან დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-8 საარჩევნო უბანი

მეორე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.ამ დრომდე უბნის თავმჯდომარის განცხადებით ერთი საჩივარი არ დაწერილა.უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 8 საათიდან დაიწყეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 32-ე უბანი დაიხურა

ფოთში 32-ვე საარჩევნო უბანი 8 საათზე დაიხურა და დებულებით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო.
ნომერ პირველ საუბნო კომისიაში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.რეგისტრირებული 1 420 ამომრჩევლიდან, უბანში 688 ამომრჩეველი გამოცხადდა.8 საათზე როგორც დანარჩენი უბნები, პირველი უბანიც დაიხურა და დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

იხილე მეტი