სიახლე 

ფოთის თეატრს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა 27 05 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ეწვია.სტუმრობისას მინისტრმა თეატრის შენობა, დაათვალიერა  შემდეგ კი,  საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს და ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდა,შეხვედრაზე  შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს შენობის რეაბილიტაციის პროექტს, რათა უახლოეს პერიოდში შეიქმნას შენობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი,რომელმაც თავდაპირველად უნდა გაიაროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ფოთის თეატრის  დასს მისივე შენობაში დაბრუნების და მუშაობის საშუალება მიეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

26 მაისისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 26 05 21

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაული, ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნიშნად, აღინიშნება. პანდემიის გამო წელს რეგიონებში ყველა სახის ღონისძიება გაუქმებულია, შედარებით ფართომასშტაბიანი ღონისძიებები,მხოლოდ თბილისში,საქართელოს დედაქალაქში მოეწყო. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებულად მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბელგიაში, ბრიუსელის ყველაზე ცნობილი ბიჭუნა მანეკენ პი, ტრადიციულად, ქართული ჩოხით შემოსეს. მანეკენ პის პირადი დიზაინერი ქალაქის მერიიდან, ყოველი წლის 26 მაისის 9 საათზე ბრიუსელის მთავარ მოედანზე, გრან პლაცზე მოდის და ბიჭუნას ქართულ ჩოხას აცმევს. პანდემიის მიუხედავად, ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან ვიდეომიმართვა…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის მერიის დარბაზში შეხვედრა გაიმართა 26 05 21

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი 10  ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. უკვე 10  წელზე მეტია,არასამთავრობო ორგანიზაცია,  მოზარდებისა და ახალგაზრდების  ჩართულობით , საგანმანათლებო და კულტურულ ღონისძიებებს, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების საპასუხოდ, ახალგაზრდებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და პანდემის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრევენციისათვის საქართველოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და USAID-ის მხარდაჭერით,რომელიც  მიზნად, COVID-19 პანდემიის პირობებში ცნობადობის ამაღლებას ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებს ისახავს. აღნიშნულ თემებზე დღეს ფოთში  ორ საათიანი ტრენინგი  ჩატარდა და ა ადგილობრივ ახალგაზრდებს  სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება 26 05 21

გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით,  ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, სავალი ნაწილის ზედა ფენის, ეზოებში შესასვლელების და ტროტუარების მოწყობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ გზების  დეპარტამენტის წამომადგენელს ვესაუბრეთ.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია კი  მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 17 შემთხვევა დაფიქსირდა 26 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა. მისი თქმით, თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ რეგულაციებს, შემთხვევები ნაკლები და ნაკლები იქნება. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მოზარდებში კორონავირუსის პრევენციისთვის. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გამოკვლევების მე-2 ფაზაში, რომელშიც 12-17 წლამდე ასაკის 3 732 ბავშვი მონაწილეობდა, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ვაქცინამ იმუნური პასუხი გამოიმუშავა. კომპანიამ არ მიუთითა ეფექტურობის მაჩვენებელი, რადგან გამოკვლევების აღნიშნული ფაზა ეფექტურობის დადგენას არ…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 24 შემთხვევა დაფიქსირდა 25 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, რეგიონებში ვაქცინაციoს მხრივ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ბევრ რეგიონში აცრის გაკეთება უკვე გართულდა. „რეგიონებში ისეთი თავისუფალი არჩევანი, რაც 5 კვირის წინ იყო, აღარ არის. ძალიან ბევრ რეგიონში უკვე აცრის გაკეთება რთულია. ეს პროცესი მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. თუ ჩვენ „სინოვაკის“ ვაქცინის შემდეგ მოვახერხებთ ყოველდღიურ ვაქცინირებულთა რაოდენობა 3-4 ათასიდან, 6-7 ათასამდე ავიყვანოთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გვჭირდება, რომ ქვეყანამ წლის ბოლოსთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მიიღოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. კორონავირუსის 1 354ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო…

იხილე მეტი
სიახლე 

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მიმდინარეობს 25 05 21

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება.მშენებელი კომპანია ,,ენკასი’’ რომელიც კასკადის აშენებას გეგმავს და საქართველოს მთავრობა, რომელიც მისი აშენების ნებართვას გასცემს, მოქალაქეებს,არწმუნებენ რომ ,,ნამახვანჰესი’’ იქნება უსაფრთხო ,თუმცა, მოსახლეობა პროექტის სანდოობაში არ არის დარწმუნებული და შესაბამისად პროტესტს გამოთქვამს, რის საფუძველზეც მათ აქცია მოაწყვეს. საწყის ეტაპზე ,,ნამახვანჰესის’’ წინააღმდეგ აქცია 28 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ,,ოფურჩხეთში’’, „ენკას“ ოფისთან იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა იგი ქუთაისში გადაიტანეს,რადგან აქტივისტები შიშობდნენ, რომ შესაძლო პროვოკაციები რისკს შეიცავდა, მათი ვარაუდით შესაძლოა, პოლიციასთან ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეტაკებები…

იხილე მეტი