სტუდია ვაშინგტონი 07 05 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიდღეს ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. განახლდა 1საჯარო სკოლის, თინა ჭოჭუას სახელობის ქიმიის ლაბორატორია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნონა ჟვანიას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ ლაბორატორის განახლება 2020 წელს დაიწყო თუმცა პანდემიამ ამ სფეროზეც უარყოფითი გავლენა იქონია. ნონა ჟვანიას განცხადებით ქიმიის ლაბორატორიის მოვლა პატრონობა სკოლის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
იხილე მეტიფოთში, დღეს ღამის 22:00-დან 8 მაისის დილის 10 საათამდე მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ჩვენ შ.პ.ს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის უფროსს დათა შელეგიას დავუკავშირდით.მისი განმარტებით აღნიშნული შეფერხება, წმინდა გიორგის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელსაც ხელს უშლის მაგისტრალური მილები, რომლებიც რეკონსტრუქციას საჭიროებს, რათა გზის საფარის დაგებას ხელი არ შეეშალოს.შეგახსენებთ, რომ ფოშთი მოსახლეობას წყალმომარაგება, მაქსიმუმ 36 საათით შეუწყდება, 6 მაისის საღამოს 22 საათიდან, 8 მაისის დილის 10 საათამდე.
იხილე მეტისაქართველოს ტერიტორიაზე ტოფობის პერიოდთან დაკავშირებით თევზჭერა აკრძალულია. ვრცელდება თუ არა აკრძალვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრვი რესურსების სპეციალისტს გელა ინგოროყვას დავუკავშირდით. მისი განცხადებით თევზჭერა 1მ აისიდან 15 ივნისამდე პალიასტომის ტბაზეც აკრძალული იყო,თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა რომ იქ კეფალისებრნი არ ქვირითობენ ამიტომ პალიასტომის ტბაზე აკრძალვა არ მოქმედებს.’შეგახსენებთ,რომ 1 მაისიდან 15 ივნისამდე თევზჭერა,აიკრძალა.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პროცესში ცნობილი პირები ჩაერთნენ, მოსახლეობის აქტივობამ მოიმატა. ეზუგბაიამ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის მიმართ დაბალი აქტივობის მიზეზიც განმარტა. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა.…
იხილე მეტიდღეს ფოთის მერიაში, შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილსა და მერის მოადგილეს, პაატა ლაგვილავას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე, აღნიშნული სპორტის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხი განიხილეს. ასევე საუბარი იყო ჩემპიონატების ჩატარებაზე ჩვენს ქალაქში, რომელსაც სისტემატიური სახე ექნება. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქალაქში ყველა სპორტის განვითარებას და რა თქმა უნდა არც ამ სახეობის სპორტი იქნება გამონაკლისი, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის და ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების, სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებას“, აცხადებს ფოთის მერის მოადგილე ,პაატა ლაგვილავა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსნეებთ, რომ აღნიშნული სპორტის პოპულარიზაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება.
იხილე მეტიდღეს ,,ფოთის ცენრტალურ საავადმოფო ბომონდი’’-ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ .ისინი კლინიკის მდგომარეობას გაეცნენენ, დაათვალიერეს,ახლად გარემონტებული შენობა,პალატები და უკვე შეძენილი აპარატურა,რომელიც აუცილებელია,გადაუდებელი საჭიროების შემთვევაში,რათა, პაციენტებს არ მოუწიოთ ჰოსპიტალიზაცია სხვა რეგიონებსა თუ ქალქებში. ამასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 15 მაისიდან ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში იფუქციონირებს დიალიზის განყოფილება,რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური მედ-პერსონალით. ჩვენთან საუბარში ფოთის მერი გოჩა კურდღელია აღნიშნავს ,რომ ახლად გარემონტებული შენობა სრულად არის აღჭურვილი პაციენტების მისაღებად. შეგახსენებთ, რომ ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი’’ მზადაა მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი, გაუწიოს კვალიფიციური პირველადი დახმარება და შემდგომი სახის მკურნალობა.
იხილე მეტიდღეიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს რომ მოქალაქეები ახლობლების საფლავზე გასვლას ისევ შეძლებენ. შეგახსენებთ რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იყო. წესის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 2 000 ლარით იყო განსაზღვრული
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ. სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია. „აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. „მწვანე პასპორტებზე“, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის…
იხილე მეტი