სიახლე 

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე-მოკრივეთა შორის კრივში დაიწყო 15 04 21

დღეს, ფოთში სტარტი აიღო „საქართველოს ჩემპიონატმა მოსწავლე-მოკრივეთა შორის“ კრივში, რომელიც საქართველოს ეროვნული კრივის ფედერაციის ორგანიზებით იმართება, მასში საქართელოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოკრივეები მონაწილეობენ. აღნიშნული ჩემპიონატი, ევროპის შესარჩევი ეტაპისთვის ტარდება, რომელშიც გამარჯვებული მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემპიონატი საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.„ქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო სპორტის ამ სახეობაში, ბევრი სახელოვანი მოკრივე გვყავს და რათქმაუნდა ეს კიდევ და კიდევ ხელს შეუწყობს ქალაქში ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარებას“-აღნიშნა მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ ჩვენთან ინტერვიუში.შეგახსენებთ, რომ აღნშნული ჩემპიონატი ფოთში დღეს დაიწყო და ის 18 აპრილამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს 15 04 21

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში ოპოზიციური პარტიის “ლელო საქართველოსთის” წარმომადგენელს მაია ჩხარტიშვილს დავუკავშირდით.მისი შეფასებით, პარტია “ლელო საქართველოსთვის” ბოლომდე იბრძოლებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად და უერთდებიან მათ შეხვერდებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც.როგორც ოპოზიციის პარტიების ლიდერები,ჩვენთან საუბარში აცხადებენ : მსგავსი სახის აქცია-პერფორმანსი ,აუცილებელია და ის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. როგორც ცნობილია, პარტიები სამოქმედო გეგმებზე, კვირის ბოლოს დაგეგმილ საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

იხილე მეტი

ფოთის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 14 04 21

საქართველოში ეპიდსიტუაცია მკვეთრად უარესდება, რამაც განთლების სფეროში, რიგი პრობლემები და ინფიცირების ერთეული შემთხვევების მატება გამოიწვია. აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს- გოჩა ქორქიას დავუკავშირდით „სკოლებში ერთეული ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც, ჩვენ , სპორტისა და განათლების სამინისტროსთან ერთად , ერთობლივი გადაწყვეტყილება მივიღეთ და სკოლები 2 კვირის მანძილზე ონლაინ რეჟიმზე“ გადავიყვანეთ.-აღნიშნა ქორქიამ ჩვენთან ინტერვიუში. ინტერვიუ შეგახსენებთ, რომ ფოთის სკოლები დღეიდან, 29 აპრილის ჩათვლით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ 19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 14 04 21

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1085 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი- მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ეპიდემიოლოგები საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები თავშეყრებზე უარს არ იტყვიან, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მალე რამდენიმე ათასი გახდეს.ჩვენ დღეს დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც გასული წლის სექტემბრის ბოლოს. ერთადერთი განსხვავება, შემოდგომის სიტუაციასა და დღევანდელს შორის, არის ის, რომ მაშინ ყოველ 2 და 3 კვირში შემთხვევები ორმაგდებოდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ეს იმის დამსახურებაა, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში დედაენის დღე აღნიშნეს 14 04 21

,,დედაენის დღე’’ მთელი მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება და მასში საქართველოს ყველა, საჯარო თუ კერძო სკოლა იღებს მონაწილეობას. „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, ფოთის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების მხარდაჭერითა და ინიციატივით , იაკობ გოგბაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „დღეს 14 აპრილია, ქართული დედაენის დღე, სათაყვანებელი, ძვირფასი, მშობლიური ენის დღე, რაც უნდა ისაუბროს ქართველმა, ყოველი დღე მოსაფერებელი და მოსათუთებელია„-აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა შორენა გუჯაბიძემ ჩვენთან ინტერვიუშიშეგახსენებთ, რომ „დედაენის დღე“ საქართველოში ყოველი წლის 14 აპრილს აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

14 აპრილი დედაენის დღეა 14 04 21

14 აპრილი საქართველოში „დედაენის დღედ აღინიშნება, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, თბილისში დემონსტრაციები ჩატარდა.1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაუვალი გახდა შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.საბჭოთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საპატიო მოქალაქე, მუსიკოსი ნანი გუგუშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა 14 04 21

,,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევად მივიჩნევ ფოთის საპატიო მოქალაქედ არჩევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთელებს ვუყვარვარ და მაფასებენ… ასევე, დიდი დაფასებაა ის, რომ 2016 წელს ანსამბლ ,,ფაზისის’’ ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც პირველი ვარსკვლავია ფოთში’’… – ეს სიტყვები ნანი გუგუშვილს ეკუთვნის, ანსამბლ ფაზისის წევრს, ქალაქის საპატიო მოქალაქეს, ფოთზე უზომოდ შეყვარებულ მუსიკოსს. ნანი გუგუშვილი 1947 წელს ფოთში დაიბადა,სწავლობდა პუშკინის სახელობის სასწავლებელში, ფილოლოგიას, მუსიკის განხრით.52 წელი ქალაქის ნომერ პირველ სამუსიკო სასწავლებელში, იმუშავა ,მუშაობდა მესამე და მეოთე საჯარო სკოლებში, მუსიკის მასწავლებლად. მისი სამუსიკო კარიერა 60-ანი წლების ბოლოს დაიწყო,ის შემთხვევით აღმოაჩინა ირაკლი ლოლუამ (ბოჩიკა), პირველი სერიოზული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სამხატვრო სასწავლებელი ალტერნატიულ ფართ ითხოვს 13 04 21

ფოთის სამხატვრო სასწავლებელი, რომელიც ჩხეიძის ქ.N37-ში მდებარეობდა და იმ დროისთვის ავტორიზაციისთვის ემზადებოდა – მოპოვებული ქონდა მაძიებლის სტატუსი, შენობა დემონტაჟს დაექვემდებარა და სასწავლებელი დროებით გეგიძის 12 ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე განთავსდა. სამხატვროს დირექტორის,მაია კორკელიას განცხადებით ,სასწავლებელს მთელი რიგი პრობლემები აქვს,- ქონდა არასაკმარისი ფართი, ამჟამად კი საერთოდ არ გააჩნია ის ახალ მისამართზე გადმოსვლის პროცესში დაზიანდა ხის დამამუშავებელი 2 ჩარხი. არსებულ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანაც ვერ მოხერხდა.სასწავლებელში ამჟამად სასწავლო პროცესი შეფერხებით, მიმდინარეობს რადგან ორი უნიკალური ფაკულტეტი, რომლებიც ხალხური რეწვის აღდგენის საქმეს ემსახურება, პარალიზებულია.,მიუხედავად იმისა ,რომ სამხატვრო სასწავლებელი თავისი არსით უნიკალურია და ერთადერთია რეგიონში.სამხატვრო…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში საკრებულოს მეხუთე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 13 04 21

დღეს ფოთში საკრებულოს მ ეხუთე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე,დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. მოქალაქის ელისო ჯანაშიას მიერ წარდგენილ  პეტიციას,რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხმაური მოჰყვა. როგორც ჯანაშიამ  განაცხადა,მის მიერ  ადრე შეტანილ სამ პეტიციას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც მან საკრებულოს და თვითმმართველობას ,, კარიკატურა’’ უწოდა,რასაც ჯანაშიასა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კითხვები ჰქონდა ფოთის თეატრის დირექტორსაც , თენგიზ ხუხიას. ,,როდის  უნდა გადაიჭრას თეატრის პრობლემა და შეიქმნას  შესაბამისი კომისია,რომელიც პრობლემებს შეისწავლის და მოაგვარებს’’. როგორც თენგიზ ხუხია ჩვენთან საუბარში  აცხადებს, მისი კითხვა  კვლავ უპასუხოდ დარჩა. ,,ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენლის…

იხილე მეტი