კორონა ვირუსის გამო ფოთის რამოდენიმე ბაღი დაიხურა 16 04 21
ფოთში კორონავირუსის გავრცელების გამო, 4 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ,მაკა ზარანდიას განცხადებით: ბაღებში, რეგულაციებით განსაზღვრული ტესტირების შედეგად : ნომერ მე-2, მე-3, მე-12, მე-13 ბაღში, კოვიდ-19 , 7 მასწავლებელს და 7 აღსაზრდელს დაუფიქსირდა,ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბაღების მთლიანად დახურვის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქში არსებული ყველა კერძო და საჯარო სკოლა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
იხილე მეტი