სიახლე 

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების საშუალება ექნებათ. 26 02 21

საქართველოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს შორის 2020 წლის 17 იანვარს, „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“,შეთანხმება დაიდო. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის შრომის ბაზარზე დროებითი ლეგალური დასაქმების საშუალება ექნებათ სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. . რამდენად მისაღებია მსგავსი პროგრამებით ქართველების ემიგრაციაში დასაქმება ამის შესახებ ჩვენ ფოთის მოსახლეობის ნაწილს გავესაუბრეთ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის ,რომ მსგავსი პროგრამით დასაქმება ქართველებისთვის არახელსაყრელი იქნება. თუმცა არიან ისეთებიც ,რომლებსაც უკვე განაცხადი შევსებული აქვთ და პასუხის მოლოდინში იმყოფებიან.…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. 26 02 21

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა  გადაყვანა განაახლა.  მატარებლები 27 თებერვლიდან დაიწყებენ მოძრაობას. რეისები აღდდგება შემდეგი მიმართულებებით.: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. რეგულაციების დაცვა მკაცრად იქნება გათვალისწინებული. გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში  თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ.მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავონ.ამასთან პირბადის ქონა  მგზავრობის პროცესში აუცილებელია. მატარებლით მგზავრობის ფასი უცვლელია,თუმცა განრიგშია ცვლილებები, თბილისი-ფოთის მიმართულებით დღეში მხოლოდ  ერთი რეისი შესრულდება.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

იხილე მეტი
სიახლე 

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ფოთში დევნილებს სურსათი გადასცა. 26 02 21

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ,წელიწადზე მეტია,რაც ჰუმანიტარულ აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. – წარმომადგენლებმა ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პირთა ოჯახებს  სასურსათო კალათები გადასცეს. როგორც საბჭოს წევრებმა განაცხადეს  : დევნილებს უმაღლესი ხარისხის საკვები-პროდუქტები გადაეცათ. რაც აფხაზეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ფოთის საკრებულოს თავჯდომარემ განაცხადეს : მსგავსი საქველმოქმედო პროექტების მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება. პროექტი ფოთის საკრებულოსა და აფხაზეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ეროვნული გამოცდების ფორმა შესაძლოა შეიცვალოს. 25 02 21

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით,  2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში სიახლეები გველოდება. ჩხენკელის თქმით  უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი განიხილება  რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, მასწავლებლების  რეკომენდაციებს, სკოლის საშუალო ქულას და კლასგარეშე მუშაობასაც გაითვალისწინებენ.  ამის შესახებ   მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით ფოთის საავტორო  სკოლა- გიმნაზიის დამფუძნებელს  თამარ ფაჩულიას  ვესაუბრეთ და მისი შეხედულება გავა როგორც სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა განაცხადა : მსგავსი მოდელის დანერგვა წარმატებული იქნება. თუმცა  რამდენად მიიღებს მთავრობა  დადებით გადაწყვეტილებას ჩხენკელის ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია.

იხილე მეტი
სიახლე 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა 25 02 21

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, – ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11 თებერვლის ღამეს შემოიჭრა.. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი იუნკერი შეეწირა ,წითელი არმია დედაქალაში შემოვიდა და გაბატონდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა…

იხილე მეტი

ფოთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 25 02 21

ვაქცინის შემოტანასა და ამისთვის ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან.ვაქცინის შემოსვლის თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. უკვე შექმნილია ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად. დღევანდელი მდგომარეობით კოვიდინფიცირებულთათვის 5 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, სამიზნე დღიურ ტესტირებად 20 ათასი ტესტი რჩება.საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. 263 257…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია დავით ქაცარავა 25 02 21

გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით,დღევანდელი ,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია საქართველოში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა,რომელიც გვესაუბრება გასაბჭოების იმ უარყოფით გავლენაზე,რომლის შედეგებსაც საქართველო დღემდე იმკის.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა 25 02 21

დღეს ფოთში საკრებულოს მე-3-ე სხდომა გაიმართა დღის წესრიგის ფარგლებში სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს. 1. არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  სერვისების  ცენტრის  დირექტორის  2020 წლის ანგარიში. 2. ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიისთვის , საკუთრებაში  არსებეული 4 ერთეული  სატრანსპორტო  საშუალების სატრანსპორტო კომპანიისთვის უსასყიდლოდ,უვადოდ გადაცემა . 3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მერიისთვის,  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული, გურიის  ქუჩაზე მდებარე 2კვ.მ  და  დავით  აღმაშენებლის  ქუჩაზე მდებარე 7კვ.მ მიწისს  ნაკვეთების   ელექტრონული აუქციონით  სარგებლობის უფლება. 4 ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკუთებაში  არსებული ხის  გადასატანი  კონსტრუქციის, სახელმწიფოს   საკუთრებაში  გადაცემა. 5 ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში   არსებულ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სამეურნეო…

იხილე მეტი