სიახლე 

ხათუნა ხაჟომია, წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელია 29 03 22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ,,სპეციალური მასწავლებლის’’ დაჯილდოების, რიგით მეორე ცერემონიაზე გარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვა. წლის საუკეთესო ,,სპეციალური მასწავლებლის ‘’ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 14 კანდიდატიდან , კომისიამ სამი ფინალისტი შეარჩია, მათგან საუკეთესოს წოდება, ქალაქ ფოთის პირველი საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, ხათუნა ხაჟომიამ მიიღო.გამარჯვებულ პედაგოგს შესაბამისი სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი ჯილდო და პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე მეორედ გამართა. საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი…

იხილე მეტი
სიახლე 

გაიზრდება თუ არა ფასი სამარშუტო ტაქსების მომსახურეობაზე ფოთში 28 03 22

საქართველოში საწავავის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4.00 ლარიან ზღვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება. მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს გადააჭარბა, შემდეგ ცოტა დაიკლო, მაგრამ ახლა  $111 ღირს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტია. ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხი საწვავი 4 ლარი და 20 თეთრი ღირს. ბოლო ორ კვირაში ბენზინზე ფასმა საშუალოდ 90 თეთრით მოიმატა. ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე ავტომატურად ძვირდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც. ფოთში გავრცელდა ინფორმაცია,იმის შესახებ,რომ სამარშუტო ტაქსების მომსახურეობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარამდე გაიზრდება, აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით,მძღოლებს ვესაუბრეთ,როგორც მათ აღნიშნეს ფასების ზრდას ხვალიდან უნდა…

იხილე მეტი
სიახლე 

„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა თასის გამარჯვებულია 28 03 22

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთმა“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ხობის გუნდი „კოლხეთი“- 2:1 დაამარცხა და საქართველოს თასს დაეუფლნენ. გუნდმა საპატიო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მხარამჭერი ლიბერთი ბანკია. ბანკი ასევე უზრუნველყოფს გუნდისთვის შესაბამისი სავარჯიშო პირობებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კოვიდ რეგულაციების შემსუბუქება და მოსახლეობის დამოკიდებულება 25 03 2022

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,საქართველოში ყველა კოვიდ რეგულაცია გაუქმდა,გარდა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა. მის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ.ჩვენ დავინტერსდით როგორ აფასებს ფოთის მოსახლეობა ქვეყანაში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას.როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რეგულაციების შემსუბუქება, კერძოდ, კი პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულების მოხსნა მისასალმებელია. თუმცა იყვნენ,ისეთებიც,რომლებმაც პირბადის ტარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ ,რომ 28 მარტიდან პირბადის…

იხილე მეტი

,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ‘’-ში, დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა 25 03 2022

დღეს ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ‘’-ში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, ბესიკ მაშავას, დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე ,,თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია’’ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში, სადიპლომო ნაშრომის დაცვა, პირველად გახორციელდა. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ 25 03 22

,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოგდგენთ. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა,ახორციელებს კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ,,ფონდი ქველმოქმედი 2015″ ის შესახებ.ფონდი „ქველმოქმედი 2015“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირ,რომელიც 2015 წლის 17 ოქტომბერს – ზაზა გუნცაძის, მონიკა რუხაძის, ჯული ქილიფთარისა და იამზე გორგოტაძის მიერ დაფუნძდა. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში, გამწვანების აქცია გაიმართა 28 03 22

დღეს,  “დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს’’კვირეულის ფარგლებში, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის, ეკო-კლუბ  ,,ერუდიტი’’-ს თაოსნოობითა და  კოლხეთის ეროვნული პარკის  მხარდაჭერით, სკოლის ,,ნიკო კეცხოველის ბაღში’’ ხუთი ძირი კოლხური მუხა, ხუთი  ძირი დაფნა და რამდენიმე  ვარდის ნერგი დაირგო. აღსანიშნავია რომ სკოლის პერიმეტრის დაბარვა-დასუფთვებაში ეკო-კლუბელებს მე-12 , მე-11  მე-9  და მე-4-ბ. კლასი შეუერთდნენ. ცნობისათვის, ეკო -კლუბის შექმნის მიზანს, გარემოსდაცვით საკითხზებზე მუშაობა და  საცხოვრებლად , ჯანსაღი გარემოს შექმნა წაროადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს 28 03 22

26-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირები ჭადრაკში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტურნირები ღია, ელვისებურ ჭადრაკში, ცხრა  და შვიდი წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  იმართება,მასში სულ 50 მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ცნობისათვის,საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით სიგელებით და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

თვითმმართველობა უკრაინის ომში 28 03 22

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის დროით დილის 5:30 საათზე უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დაწყების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების “დახმარების თხოვნა” დაასახელა. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დადების მოწოდებით მიმართა. მისი გამოსვლის პარალელურად უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რომ შევაჯამოთ სიტუაცია,ვნახავთ,საკმაოდ დიდი იყო  თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა, განსაკუთრებით მერების. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს.…

იხილე მეტი