სიახლე 

ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგს,ფოთის მერია გამოეხმაურა 24 03 2022

ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს,რომლის მთავარი თემა, 2019 -2020 წლების, აუდიტის შედეგების მიხედვით მიღებული დასკვნა იყო.პარტიის წევრების განცხადებით, ანგარიშში ასახულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, კერძოდ, ფინანსური რესურსების მართვაში,როგორიცაა:საწვავის არაეფექტური ხარჯვა. მათივე მტკიცებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფოთში ხარვეზით გახორციელდა, თანხების დიდი ნაწილი კი აუთვისებელი დარჩა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოსგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შეიქმნას ითხოვენ. აღნიშნულს ფოთის მერია გამოეხმაურა: ფოთიის მერიის განცხადება-ჩვენ შესწავლილი გვაქვს აღნიშნული დასკვნა და მის საფუძველზე გამოცხადებული გვაქვს რეორგანიზიაცია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტს რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი დავა სასამართლოში მიმდინარეობს და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს 24 03 2022

ფოთში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა მას ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შსს- განცხადებით: 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს –, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.…

იხილე მეტი
სიახლე 

“არტ-გალერეა 34-ში’’ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 23 .03 .2022

დღეს “არტ-გალერეა 34-ში’’ ჩვენი თანაქალაქელი,ბაჩო კვარაცხელიას დასახმარებლად, ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ისა და “არტ-გალერეა 34”-ის მხარდაჭერით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე გრაფიკული და ფერწერული რეპროდუქციები იყო წარმოადგენილი, რომელიც ფონდს ბოლო 6 წლის მანძილზე საჩუქრად ფოთელი მხატვრების: მაია გერსამიას, მარიამ ქილიფთარის, გიული ღვანიას,მარიამ ცხადაიას, ქეთევან ჩეჩელაშვილის, ვიქტორია ბასილაიას, მარიამ ქილიფთარის, მაიკო გვალიას, ია როგავასა და პეტრე ზენაიშვილისგან გადაეცა.ცნობილია,რომ შემოსული თანხა ჩვენი თანაქალაქელის, ბაჩო კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას მოხმარდება.შეგახსენებთ,რომ ბაჩო კვარაცხელია რამდენიმე თვის უკან მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ის ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

,, კოლხი რაინდები”- მა, ,,ბათუბის სარაგბო კლუბი” დაამარცხეს 23 03 2022

დღეს 23 მარტს, ‘პარკი არენაზე” რაგბში ,ფოთის ”კოლხი რაინდები” პირველ საპლეიოფო მატჩში, ,,ბათუმის სარაგბო კლუბს’’დაუპირისპირდნენ, შეხვედრა დაძაბულად მიიმდინარეობდა და საბოლოოდ ფოთელების გამარჯვებით 17:13 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფოთის მორაგბეები მორიგ შეხვედრას ბათუმში გამართავენ, გამარჯვების შემთხვევაში კი გუნდი ,,ოქროს ლიგაში’’ გადავა და ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს. 23 03 2022

ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს,რომლის მთავარი თემა, 2019 -2020 წლების, აუდიტის შედეგების მიხედვით მიღებული დასკვნა იყო.პარტიის წევრების განცხადებით, ანგარიშში ასახულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, კერძოდ, ფინანსური რესურსების მართვაში,როგორიცაა:საწვავის არაეფექტური ხარჯვა. მათივე მტკიცებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფოთში ხარვეზით გახორციელდა, თანხების დიდი ნაწილი კი აუთვისებელი დარჩა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოსგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შეიქმნას ითხოვენ. ფოთის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ფოთის დევნილთა პოლიკლინიკა”-ში ახალი სამედიცინო სერვისები ამოქმედდა. 23 03 2022

,,ფოთის დევნილთა პოლიკლინიკა”-ში ახალი სამედიცინო სერვისები ამოქმედდა. კერძოდ, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული განყოფილება და ბავშვთა მასაჟის კაბინეტი. კლინიკის დირექტორის, ლაშა ლეჟავას განცხადებით, კლინიკაში შესაძლებელია როგორც ლაბორატიორიული,ასევე გადაუდებელი და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება. მომსახურების მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია რომ უახლოეს პერიოდში,კლინიკაში ექოსკოპიის აპარატის დამატება იგეგმება,რათა პაციენტებმა,საკუთარ ჯანმრთელობაზე,ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლონ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი პარტნიორი“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს 23 03 2022

„ლიბერთი პარტნიორი“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობსდასაქმების უნიკალური პროგრამის გასაცნობად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად  ლიბერთი ბანკის პროექტი „ლიბერთი პარტნიორი“ საქართველოს რეგიონებში  შეხვედრებს ანახლებს. ეს არის პროგრამა, რომელში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მას საშუალება ეძლევა სახლიდან გაუსვლელად დასაქმდეს და მიიღოს ყოველთვიური დამატებითი შემოსავალი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად დასვენების სკვერი გააშენა 22 03 22

ფოთის მკვიდრმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად,საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმდებარედ, დასვენების სკვერი გააშენა. როგორც ის აღნიშნავს, სკვერში ადგილობრივები, პატარებთან ერთად იკრიბებიან, რათა ზღვის პირას მყუდრო და სასიამოვნო გარემოში შეძლონ დასვენება. დასასვენებელი სკვერი, ფოთის მოსახლეობის დახმარებით მოეწყო. მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან მშენებლობისთვის საჭირო მასალები და ინვენტარი მოჰქონდათ. ერთობლივი ძალისხმევით მათ შეძლეს ბავშვებისთვის დასვენებისა და სათამაშო სივრცის მოწყობა. პროფესიით ინჟინერი ვაჟა სიჭინავა 1942 წელს დაიბადა. მუშაობდა გემთმშენებელ ქარხანაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ასევე იყო შ.პ.ს ,,იხარე ჭეროს“ დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს თანაქალაქელს ვაჟა სიჭინავას წელს 80 წელი შეუსრულდა. სამაუწყებლო კომპანია…

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წელს დაიწყება 22 03 22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია, ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. პროექტი საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის და პროგრამა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მოიცავს ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომლის დაწყება მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი, მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

იხილე მეტი