სტუდია ვაშინგტონი 3 11 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა ელენე წოწონავამ საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია , რომ ელენემ გამარჯვება ერთი ტურით ადრე გაინაღდა. „კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ელენე წოწონავა, რომელის პანდემიის დროს წვრთნის და შეჯიბრებებში მონაწილეობის პრობლემებზე და მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრება
იხილე მეტი2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიები წინა საარჩევნო აგიტაციისთვის პლაკატებს აქტიურად იყენებდნენ და მათ ამისთვის სპეციალუარდ გამოყოფილი ბილბორდების გარდა ნებისმიერ შესაძლო ადგილზე აკრავდენ. ამას დამატებული ე.წ. პლაკატების ომი, რომელიც ჩამოხევას, დაზიანებას გულისხობდა ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს და მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს. თუ რამდენ ხანში უნდა ჩამოიხსნას პლაკატები და ბილბორდები, ამის შესახებ ჩვენი ჯგუფი ზედამხედველობის სამსახურს ესაუბრა. შეასრულებენ თუ არა პარტიები პლაკატების ჩამოხსნის ვალდებულებებს, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით.
იხილე მეტირეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში. დანარჩენიშემთხვევბი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტებიa. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის 1 კი მძიმედ იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი. რაც…
იხილე მეტიხმაური მოჰყვა საჩივრების განხილვას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, საოლქომ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა, რომლებიც კომისიების წევრებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას ეხებოდა. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით ოლქში სულ 23 საჩივარი შევიდა, კომისიამ გუშინ 14 განიხილა და აქედან 10 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგს აპროტესტებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია პოლიტოკოსი, ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითრებისა და ინტეგრაციის ცენტრის” ხელმძღვანელი, გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა
იხილე მეტიფოთის საზოგადოებრივი ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებით ფოთში კოვიდ19ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3პაციენტი ფოთის კოვიდ კლინიკაში იმყოფება 10 პაცინტი კი მკურნალობას ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 112 ადამიანიი იმყოფება.
იხილე მეტი,,ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიციური პარტიების წევრები კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. დღეს მეცხრე ტალღის გადამღები ჯგუფი ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს გაესაუბრა, მათ შეაჯამეს საარჩევნო პროცესები და მიღებულ შედეგზე გაამახვილეს ყურადღება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევენბს არალეგიტიმურს უწოდებს და მისი თქმით ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობს. პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ,,კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ფაჩულია ს განცხადებით საეჭვოა რომ პარტიამ რომელიც ყველა რეიტინგში იზომებოდა, ერთი პროცენტიც კი…
იხილე მეტიფოთი ხობი სენაკის მაჟორატარმა კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ხახუბიამ ხმების 53,52% მოიპოვა და პირველივე ტურში გაიმარჯვა. ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ ამ გამარჯვებას ელოდებოდა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს. კვლავ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ერთად , ფოთში ხობსა და სენაკში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ 53.29% გაიმარჯვა. მისი განცხადებით არჩევნები დემოკრატიულად მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. მისი თქმით ამომრჩეველმა თავისი ხმის მიცემით გამოხატა და ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას
იხილე მეტიცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულიც გამოვლინდა და ყველა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სულ პარლამენტში პროპორციული სისტემით 9პარტიამ შეიყვანა თავისი წარმომადგენელი. პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს,…
იხილე მეტი