სიახლე 

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა ფოთში 2 11 20

,,ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიციური პარტიების წევრები კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. დღეს მეცხრე ტალღის გადამღები ჯგუფი ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს გაესაუბრა, მათ შეაჯამეს საარჩევნო პროცესები და მიღებულ შედეგზე გაამახვილეს ყურადღება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევენბს არალეგიტიმურს უწოდებს და მისი თქმით ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობს. პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ,,კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ფაჩულია ს განცხადებით საეჭვოა რომ პარტიამ რომელიც ყველა რეიტინგში იზომებოდა, ერთი პროცენტიც კი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უბნების დახურვის შემდეგ კომენტარი გააკეთა 31 10 20

ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 18 საჩივარი შევიდა. თავმჯდომარის შეფასებით, ყველა მათგანი პროცედურულია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 22 ათას 764-მა ამომრჩევლმა, რაც ამომრჩეველთა 55.02%-ს შეადგენს. ,,დილის 07:00 საათიდან ყველა უბანი გაიხსნილი იყო. იყო სრული, 12 კაციანი შემადგენლობა , 07:00 საათიდან 08:00 საათამდე გაგრძელდა ფუნქციების გადანაწილების პროცესი. 08:00 საათიდან ყველა უბანი მზად იყო მიეღო ამომრჩეველი . ამ დროიდან ისინი მიდიოდნენ უბნებზე გადიოდნენ ყველა იმ წესს , რეგულაციას, რომელიც არის დაწესებული კოვის 19-თან დაკავშირებით და შესაბამისად აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება უბნებზე არსებულ მდგომარეობას , იყო გარკვეული შეფერხებები , იყო პროცედურული დარღვევები , რასთან დაკავშირებითაც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა 31 10 20

ნომერ პირველ საარჩევნო უბანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ზუსტად 8 საათზე კარები დაიკეტა და მოქალაქეთა მიღება შეწყდა. დაიწყო ხმის დათვლის პროცედურის მომზადება, გამოყენებული და გამოუყენებელი ბიულეტენების დათვა და შედარება, რის შემდეგაც მოხდა საარჩევნო ყუთის გახსნა და კომისიას წევრები უშუალოდ ხმის დათვლის პროცესს შეუდგნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნების მიმდინარეობის წინასწარი შეფასებები ფოთში 31 10 20

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟრიატრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, აპალონ გარუჩავამ ხმა სენაკში, მე-12 საარჩევნო უბანზე მისცა.“ევროპული საქართველო”ს ფოთი,ხობი,სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” გიგა ბოკერია ამომრჩეველს უბნების დახურვამდე დარჩენილი ერთი საათის მაქსიმალურად გამოყენებისა და ხმის უფლების გამოყენებისაკენ მოუწოდებს.არჩევნების პროცესი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ შეაფასა მისი განცხადებით მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ მაღალია თუმცა იყო პროვოკაციები მიუხედავად ამისა დღის ბოლოს მას გამარჯვების იმედი აქვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა გრძელდება 31 10 20

ფოთის მე-20 საარჩევნო უბანში როგორც კომისიის თავჯდომარე აღნიშნავს არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ადგილი ერთ საჩივარს ჰქონდა თუმცა პრობლემა მალევე იქნა აღმოფხვრილი.ინტერვიუ მე-11 უბანშიც ხმის მიცემა ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. როგორ ჩვენთან საუბარში კომოსიის თავჯდომარე აღნიშნავს საარჩევნო პროცესები ყველა რეგულაციის დაცვით ხორციელდებოდა. ამავე უბანზე საკუთარი არჩევანი ფოთის ყოფილმა მერმა და დეპუტატმა რომან მელიამ გააკეთა. მან ყურადღება ფოთის განსაკუთრებულ სტატუსზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ არჩევნები სხვადასხვა უბანებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნაციონალები კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ 31 10 20

ფოთში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” დავით ხომერიკი საარჩევნო დარღვევებზე საუბროს და აცხადებს, რომ უბნებზე დიდია კორონავისურის გავრცელების საფრთხე. ფოთის საარჩევნო უბნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა, დაწერილია 30-ზე მეტი საჩივარი. ძირითადად საჩივრები ეხება კომისიის თავჯდომარეების უფლებამოსილების გადამეტებას. აღსანიშნავია , რომ ერთ-ერთ უბანზე, ერთ-ერთი კომისიის წევრი არის ადამიანი, ვისი ოჯახის წევრიც არის კოვიდ ინფიცირებული და არის საშიშროება იმისა, რომ ინფექცია გავრცელდეს რადგან სოციალური დისტანციაც არის დაუცველი. ინტერვიუ აღნიშნულ ბრალდებებს პასუხობს 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებს მობილიზება გააპროტესტეს 31 10 20

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამოქალაქო პლატფორმას ”ინფორმაციით, ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებია მობილიზებული, სადაც ,, ქართული ოცნების” მხარდამჭერები იმყოფებიან და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ. მათივე განცხადებით , მე -19 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით, “ქართული ოცნების” ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულ ბრალდებას ეხმიანება ადრესატი, ზაალ კვინჩია. მისი განცხადებით გარდა იმისა, რომ არის ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, იგი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ”ფოთის ახალგაზრდული ალიანსს” წარმოადგენს და არჩევნების პროცესებს ამ ამპლუაში აკვირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დავით სარსანია ფოთში ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს 31 10 20

ფოთში ამომრჩევლების მოსყიდვაზე საუბრობს დამოუკიდებლი კანდიდატი დავით სარსანია. მისი თქმით პროცესში უშუალოდ მმართველი კანდიდატის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები არიან ჩართულები. ოპოზიციის თქმით მე17 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა. მათივე თქმით უბანთან ე. წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებული. საარჩევნო პროცესში ასევე ჩართულები არიან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მაჟორიტარებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს 31 10 20

ფოთში 3საჯარო სკოლაში განთავსებულ N2 საარჩევნო უბანი თავმჯდომარის განცხადებით დროულად გაიხსნა და იქ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობსაღნიშნულ უბანზე გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ყურუა იმყოფებოდა. მან განაცხადა რომ ხმა მისცა გირჩს და სჯერა რომ აირჩევენ ისეთ ადამიანს რომელიც მომავალი 4წლის განმავლობაში ქვეყანას სწორი კურსით წაიყვანს.ფოთში #30ე საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა პარტია თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდარმა თამარ ფაჩულიამ. მისი განცხადებით დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. და დღეს მან ხმა ქვეყნის განათლებულ და სამართლიან მომავალს მისცა.მალთაყვაში #21 უბანზე მივიდა კონსერვატული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ წურწუმია. მისი განცხადებით მან ქვეყნის ერთიანობას თავისუფლებას და დემოკრატიის…

იხილე მეტი