სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“ საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ლიდერია 15 09 20

საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ” ჩემპიონთა ლიგა -2020″ პირველი ტურის მატჩში ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ გამანადგურებელი ანგარიშით – 8:2 დაამარცხა ზიმბაბვეს საჭადრაკო კლუბი. მეორე დღეს კი ჩვენი კლუბი სამხრეთ აფრიკელებს დაუპირისპირდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მათ შანსიც არ დაუტოვეს და ანგარიშით 14:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ „ნანა“ საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა ჩვენმა კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გოჩა ჩაჩუა, აკაკი ყალიჩავა, დათო კოდუა, დიანა ლომაია, კახაბერ კიზირია, გიორგი გამზარდია და ელენე წოწონავა. ტურნირში 90-მდე გუნდი მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო კომისიის წევრები შეარჩიეს 15 09 20

დღეს ჩვენი ჯგუფი ფოთის N70 საარჩევნო ოლქში იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით 4 სექტემბერს უბნის თავისუფალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. 26-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 708 განაცხადი შემოვიდა და უკვე 11სექტემბერს საოლქო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის 642 წევრი იქნა რჩეული. რაც თითო უბანზე კომისიის 6-6 თავისუფალ წევრს ნიშნავს. პარტიებიდან წარდგენილ კომისიის წევრთა შესახებ საკითზე იხილეთ სალომე როდონაიას კომენტარი. შეგახსენებთ რომ 2020წლის არჩევნები 31ოქტომბერს ჩატარდება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმრები არიან ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია და რეჟისორი თათია სხირტლაძე 15 09 20

“კურსორის” სტუმარები არიან ცნობილი მოადრაკე ნანა ალექსანდრია და კინორეჟისორი თათია სხირტლაძე, რომებიც დოკუმენტური ფილმის- ,,დიდება დედოფალს ” შესახებ გვესაუბრებიან. „დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორესფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ინფიცირებული პირის 22კონტაქტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა 15 09 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული 40 წლისა და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგო ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან . მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან. ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ბიჭთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგები ცნობილია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა 15 09 20

დღეს ფოთში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც, დისტანციური სწავლების მეთოდი გააპროტესტეს. აქვე ისაუბრეს დისტანციური სწავლების უარყოფით გავლენაზე. მონაწილეთა განცხადებით ქალაქში მშვიდი ეპიდ სიტუაციაა და სკოლებშიც ყველა პირობაა იმისთვის რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს. დღევანდელი რეალობა კი ჩაშლილ სასწავლო პროცესს ნიშნავს. შეგახსენებთ რომ თამარ ფაჩულია პარტია ,,თავისუფალი საქართველო”ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი, ხობი სენაკის საარჩევნო ოლქში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი „ბილივი“ ახალგაზრდებს პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს 14 09 20

ფონდი ბილივი ახალ საგანმანათლებლო წელს იწყებს და ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტს სთავაზობს. ფონდი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ხელშეწყობას და იწყებს ახალგაზრდების მიღებას მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ახალგაზრდები ტრადიციულად ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში და მთელი წლის განმავლობაში შეხვდებიან მოწვეულ სპიკერებსა თუ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო თემებზე; ექნებათ საშუალება, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სასურველი მიმართულებით და ჩაერთონ “ბილივის” სოციალურ კამპანიებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა 14 09 20

ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. მერის განცხადებითნ ფოთში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაზარს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებსაც ჩაუტარდება. ფოთის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა 14 09 20

“ევროპული საქართველოს” ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ, “ევროპულ სახლში ” ბრიფინგი გამართა, რომელზეც შეაფასა “ქართული ოცნების ” რეაქცია კოვიდ- 19 -თან მიმართებაში. როგორც მან განაცხადა, მმართველი პარტია “კოვიდ-19″ -ის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. გიგა ბოკერიას თქმით, სახელმწიფო მეტად მომზადებული უნდა დახვედროდა ინფექციის გავრცელებას და სპეციალური პალატებისა და რესპირატორების მოძიება-მობილიზება პირელი ტალღის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო გიგა ბოკერია გამოქვეყნებული კვლევების შედეგებსაც შეეხო გიგა ბოკერიამ არჩევნებში მის ერთ-ერთ კონკურენტზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მურთაზ ზოდელავაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პატივს სცემს.მაგრამ მთავრი გამოწვევა არის არა ცალკე კონკურენტები, არამედ ივანიშვილი და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ 14 09 20

ფოთში, კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ქონდა კონტაქტი. პაციენტი ქობულეთის ცხელების კლინიკაშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგებმა გუშინ 32 კონტაქტი მოიკვლიეს. მათი ნიმუშები პისეარ კვლებისათვის გაგზავნილია. რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 არასრულწლოვანია. რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, სამი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. ნაწილი პაციენტების საშუალო სიმძიმისაა, ნაწილს კი ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ. ბოლო სამი დღის განმავლობაში კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ამჟამად, საავადმყოფოში ჯამში 65 პაციენტია. აქედან, 62 დადასტურებული შემთქვევა, ხოლო სამი ცხელების ნიშნით არის…

იხილე მეტი