სიახლე 

დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი”-ის წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ 30 07 20

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, დაარსებულია 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ისინი, ახორციელებენ გაეროს განვითარების დაფინანსებულ პროგრამას კოვიდ-19ის პრევინციისა და შეჩერების პოლიტიკის შესახებ. დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი”-ის წარმომადგენლები ფოთში ვ.ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და ყველა ის პრობლემები განიხილეს რაც მათ აწუხებთ. ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს კვების პროდუქტები გადაეცათ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის მიზნობრივ დახმარებას, კვების პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ცენტრების საერთო სივრცეების დეზინფექციის…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა 30 07 20

დღეს, ფოთის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისა და საგნობრივი კომპე ტენ ციის დამადასტურებელი გამოცდები პედაგოგებისთვის დასრულდა . ის, უკვე რამდენიმე წელია ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, განსხვავებულ პირობებში სხვადასხვა რეგულაციების გათვალისწინებით მოუწიათ. გამოცდებზე 1057 აბიტურიენტი და 197 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული. ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აგვიტოს პირველი ნახევრიდან გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საცხოვრებელი სახლების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს 29 07 20

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადის მოპირკეთების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია,, ბემა” ახორციელებს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები 29 ივნისს დაიწყო და 26დეკემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლების ფილებით მოპირკეთების სამუშაოები 2014 წელს შესრულდა, თუმცა მალევე მოსახლეობას ახლად გადახურული სახურავებიდან წყალი ჩაუვიდა, ასევე ფილების ჩამოვარდნის ფაქტიც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რის დროსაც რამდენიმე ადამიანმა დაზიანებაც კი მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს 29 07 20

ფოთელი, სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს. ის გაგრის ქუჩაზე მეუღლესთან და 6შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.ის თავდაპირველად, კუნძულ კოლიმბარზე ცხოვრობდა თუმცა, ივნისის თვეში სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა, და როგორც თავად ამბობს, მერიისგან მხოლოდ 200ლარიანი დახმარება მიიღო. ლელა სიჭინავას განცხადებით, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა მათ ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ის შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. ჩვენი ჯგუფი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ, ლელა სიჭინავას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 48 მედიკოსი და შსს-ს 43 თანამშრომელი დაიტესტა 29 07 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 48 მედიკოსის და შსს 43 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. თუ რა მდგომარეობაა ფოთის ჰოსპიტალში, ჩვენი ჯგუფი ჰოსპიტალის დირექტორს თეა მიგინეიშვილს დაუკავშირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ემუქრება თუ არა ფოთს დატბორვა რიონის ადიდების გამო 29 07 20

გვიან ღამით რაჭაში უხვი ნალექის მოსვლამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რამაც საავტომობილო გზებისა და ხიდების დაზიანება გამოიწვია. რამდენიმე სოფელი ჯერაც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. არის თუ არა რიონის ადიდების გამო ქალაქში დატბორვის საშიშროება ამის შესახებ ფოთის ჰიდროკვანძის უფროსს გენო ლოლუას ვესაუბრეთ

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კოკაია 29 07 20

,, კურსორის” სტუმარია ფოთელი წარმატებული სტუდენტი, მანსანკანის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გიორგი კოკაია, რომელიც მისი და მისი მეგობრების დაწყებულ იუმორისტულ პროექტზე ,, ღია მიკროფონზე” გვესაუბრება, რომელიც 10 აგვისტოს მალთაყვის პლაჟზე გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ ჰეპატიტის“ საერთაშორისო დღე აღნიშნეს 28 07 20

28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით -ამაღლდეს ცნობირება ვურუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. დღესდღეობით მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტით 525მილიონი ადამიანია დაავადებული. ელიმინაციის პროგრამის მიზანია ქვეყანაში c ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევვების აღმოცენების პრევენცია. თუ რა მდგომარეობაა ფოთში, ჩვენი ჯგუფი ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” უფროსს ნინო ხურციას გაესაუბრა.

იხილე მეტი