„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია მაკა ზარანდია 28 05 20
“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი მაკა ზარანდია, რომელიც საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი მაკა ზარანდია, რომელიც საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება
იხილე მეტიპრემიერის განცხადებით, 29 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. “ფოთიქალაქტრანსპორტის” წარმოადგენლების განცხადებით ხვალიდან ხუთივე ავტობუსი ადრე არსებული მარშრუტებით იმოძრავებს, თუმცა შესაძლებელია, გზებზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ზოგ მონაკვეთზე მარშრუტი დროებით შეიცვალოს. ასევე ჩვეულ რეჯიმში იმუშევებ მიკროავტობუსებიც. დღეს სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია მიმდინარეობდა. ფოთის მერის განცხადებით ფოთში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დაიწყებს. გუშინ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ტირპარკში ტრაილერის მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. თუ რა მდგომარებაა ამჟამად ტირპარკში ამ კითხვით ფოთის მერს მივმართეთ. რაც შეეხება ფოთი-თბილისის სარკინიგზო მომოსვლას ის 8 ივნისიდან ამოქმედდება.
იხილე მეტიაღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა. თუ როგორ ჩატარდა წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კორონა ვირუსის პირობებში, იყო თუ არა დაცული სოციალური დისტანცია აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით, მამა ამბროსი ხოშტარია გვესაუბრება.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული. სამის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის ერთი კი ხვალ გაიგზავნება. პაციენტთაგან ყველაზე პატარა, 7 თვის გოგონაა. ასევე 14წლის ბიჭი და 55წლის მამაკაცი ფოთიდან ასევე 37წლის ქალი ლანჩხუთიდან. ოთხივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის შ.შ.მ ბავშვთა დღის ცენტრის დირექტორი თამარ ფოფხაძე რომელიც კოვიდ19-მიერ შექმნილ პრობლემებზე და სახელმწიფოს მიერ გაღებულ დახმარებებზე გვესაუბრება.
იხილე მეტიანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის58 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 224 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1002 მოქალაქეს.
იხილე მეტიდემეტრე ჭურღულია ისტორიის მაგისტრი და პროფესიონალი მორაგბეა. მან სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო და თბილისში გააგრძელა, შემდეგ კი ფრანგული კლუბების ღირსებასაც იცავდა. ამჟამად ონლაინ სწავლებას ჰარვარდის უნივერსიტეტში აგრო მიმართულებით გადის. ორი წლის წინ მან მხარი აუბა მამის ინიციატივას და თანამოაზრეებთან ერთად ფოთში ექსპერიმენტული სათბური მოაწყო. დემეტრემ სპეციალური კურსები იტალიასა და ესპანეთში გაიარა. ამჟამად სათბურში 5 სახეობის 6000-ამდე მარწყვის ძირია. დემეტრეს განცხადებით საქართველოში გავრცელებულ ჯიშებთან ერთად იშვიათი ჯიშების შემოტანაზეც მუშაობენ. აღსანიშნავია რომ სათბურის მოსაწყობად მასალები იტალიიდან არის შემოტანილი, ხოლო ნიადაგად ფერმენტირებული ტორფის სუბსტრატს იყენებენ, რომელშიც აგროპერლიტი და ბიოჰუმუსია ჩამატებული. იმის გამო რომ…
იხილე მეტიფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში ხმაური იყო. სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვდნენ და იქ არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჟურნალისტი სოფო სვანიძე, რომელიც კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში მედიის მუშაობაზე გვესაუბრება
იხილე მეტიოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიხედვით საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე 120/30ზე პრინციპით ჩატარდება. ასევე საუბარია მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზეც წინასწრი ინფორმაციით ფოთს ხობს და სენაკს ერთი მაჟორიტარი ეყოლება . თუ როგორ აფასებენ ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნულ საკითხს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იხილე მეტი