სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები გადაეცა 19 03 20

COVID-19 პრევენციის ღონისძიებებში კერძო პირებიც ჩაერთვნენ. გერონტი კუხალეიშვილის ფონდის დამფუძნებლის გიგა კუხალეიშვილის გადაწყვეტილებით და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების ორგანიზებით , ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები და ანტიბაქტერიული საშუალებები გადაეცა პრეპარატები და ხსნარები მოხალისეებს, დასუფთავების სამსახურს და სხვა ა(ა)იპებს გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

ექიმების მხარდამჭერი აქცია ფოთში 19 03 20

მედიკოსების მიმართ მადლიერების აქციას ფოთიც შეუერთდა. მოქალაქეებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ტაშით გაამხნევეს და გაწეული შრომისთვის მადლიერება ტაშით გამოხატეს. მათი განცხადებით, ეს არის სოლიდარობის აქცია, რომელიც არის აპარტიული, ეროვნული სოლიდარობის და ემსახურება ჩვენი ექიმების გამხნევებასა და მოტივირებას. რადგანაც ისინი ნამდვილად დაუღალავად შრომობენ თითოელი ჩვენი მოქალაქის ჯამრთელობისათვის. მოქალაქეებს ფოთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ და ექიმების მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს. სოლიდარობის აქცია ,,მადლიერების ტაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერებულია 19 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით გაჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურება. მოქალაქეების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით შეუძლიათ, რომელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღე მუშავდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ტრანსპორტის უფროსს ლადო გუნიავას ვესაუბრეთ. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აჭარა ტექსტილის საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებოდა 19 03 20

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა პირბადის შეკერვაში თავად მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა , რომელსაც ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან აქვს. მისივე თქმით, შემდეგ კი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორში დასაქმებულები იქნებიან . მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის ეროვნულ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ შეხვდა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს ფოთის სერვისების ცენტრი 18 03 20

როგორ შეხვდა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს ფოთის სერვისების ცენტრი და რა მგომარეობაა ქალაქის დასუფთავება-ნარჩენების გატანის კუთხით. ამის შესახებ სერვისების ცენტრის დირექტორი ზვიად აფხაზავა გვესაუბრება ზვიად აფხაზავას განცხადებით მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 0493 250965, დატოვონ ინფორმაცია პრობლემების შესახებ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების წარმოებას იწყებს 18 03 20

ფოთში მოქმედი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი” პირბადეების წარმოებას იწყებს. კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, წარმოება კი ეკონომიკის სამინისტროსთან ნიმუშების შეთანხმების შემდეგ დაიწყება. დეტალების გასარკვევად “აჭარატექსტილის“ ფინანსურ დირექტორს გია ლომინაძეს დავუკავშირდით .

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება ფოთში 18 03 20

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში, ჩვენ ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 18 03 20

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია ქალაქში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2 დღის წინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრებაზე მიიღეს, რომელსაც მეუფე გრიგოლი უძღვებოდა. სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ეპარქიაში შემავალ ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება არ შეჩერდება და წირვა-ლოცვები ჩვეულებრივად ჩატარდება. შეგახსენებთ, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრება გაიმართა, სადაც კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელეს და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მარიზა გოროზიანი დახმარებას ითხოვს 17 03 20

სოციალურად დაუცველი, მარიზა გოროზიანი დახმარებას ითხოვს, ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს . უამინდობამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან სახლს არ გააჩნია სახურავი. სახლშიც ისე წვიმს როგორც გარეთ. ფანჯრებიდან კი ქარი ატანს. ის ფოთის მერიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს რომ დღეს მიიღეს მარიზა გოროზიანის განცხადება, რომელიც გადაეცა შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის. ზამთარში კი მოხდა სახლის გადასახური მასალის შიფერით გადაცემით დახმარება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი მაღაზია გაიხსნა 17 03 20

დღეს ფოთის აგრარული ბაზრის მეორე სართულზე “უნივერსამის” ახალი მაღაზია გაიხსნა. მყიდველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ყველა სახის ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ქიმია, კოსმეტიკა, ჭურჭელი და სათამაშოები. აღსანიშნავია რომ პირველად ფოთში, სავაჭრო ობიექტის მეორე სართულზე მოხვედრა ექსკალატორის მეშვეობითაა შესაძლებელი. მაღაზიის მენეჯმენტი ფოთელებს სავსე პროდუქციაზე სხვადასხვა აქციას სთვაზობს.

იხილე მეტი