სიახლე 

ფოთში უამინდობას პრობლემები არ გამოუწვევია 10 02 20

უამინდობამ საავტომობილო გზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემები გამოიწვია, მაღალმთიან რეგიონებში გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩაიკეტა კიდეც. თუ რამდენად მომზადებული შეხვდნენ უამინდობას ფოთში შესაბამისი სამსახურები, ამის გარკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. ფოთის სერვისების ცენტრში აცხადებენ, რომ ამინდის პროგნოზის შესაბამისად მობილიზებულნი არიან. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფები, რომელებიც საჭიროების შემთხვევაში ქუჩების და ტროტუარების კრიტიკული მონაკვეთების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. 24 საათიან მორიგეობაზე არიან გადასულები ფირმა ,,გზამშენებელი 13“-ის თანამშრომლები. აღნიშნული ორგანიზაცია ავტომაგისტრალის 130 კმ-იანი მონაკვეთის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. საქართველოში 11 თებერვლიდან გამოიდარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამეგრელოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა 10 02 20

6-დან 9 თებერვლამდე ფოთის საჭადრაკო კლუბში რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. საუკეთესო შედეგი 8 წლამდე გოგონებში ზუგდიდელმა ანასტასია ბეჭვაიამ აჩვენა, მეორე ადგილზე ფოთელი ანი გობრონიძე გავიდა, ხოლო მესამე ზუგდიდელი თამარ გეგია იყო. 8 წლამდე ჭაბუკებს შორის პირველობა არავის დაუთმო ზუგდიდელმა ანდრია თოდუამ, მეორე ასევე ზუგდიდელი საბა ჭითანავა იყო, ფოთელი ანდრეა კაკულია კი მესამე ადგილს დასჯერდა. 12 წლამდე გოგონებებში : პირველი ადგილი ფოთელმა – ანა სანიკიძემ მოიპოვა, მეორე ასევე ფოთელი ნია ჭითანავა იყო, მესამე ადგილზე კი ხობელი მარიამ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მცხოვრები ზურაბ გვასალია დახმარებას ითხოვს 10 02 20

პალიასტომის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია დახმარებას ითხოვს. ის მძიმე პირობებში ცხოვრობს. ხოლო გუშინდელმა უამინდობამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. მას სახლში ელემენტარული პირობები არ გააჩნია. ფანჯრებს მინები არა აქვს, სახურავიდან წყალი ატანს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს მივმართეთ. მაია მაკლათიას განცხადებით ზურაბ გვასალიამ მათ წერილობით უკვე მიმართა. და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა უკვე დაწყებულია. თუ როგორ გადაწყდება ზურაბ გვასალიას პრობლემა, ჩვენი გადამღები ჯგუფი აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 10 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 11 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 5° 7° ; ღამით: 3° 5°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 15-18 მ/წმ, სიჩქარით. 12 თებერვალს ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ხანმოკლე წვიმა, დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 6° 8° ; ღამით: 5° 7° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 02 20

გასულ კვირას ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქართული დელეგაცია. სენატორებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრით დაიწყო. კონგრესმენი კინზინგერი აცხადებს, რომ ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორებს ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს შორის. ესენი სწორედ ის სენატორები არიან, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც ისინი იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. გასული…

იხილე მეტი
სიახლე 

პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ლელო საქართველოსთვის” პარტია ,,შენების მოძრაობა” შეუერთდა 06 02 20

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. მოძრაობას „ახალი მემარჯვენეები“ და „შენების მოძრაობაც“ შეუერთდა. გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდსა და ქუთაისში რეგიონული ოფისები უკვე გახსნა. როდის აპირებენ ფოთში ორგანიზაციის ფილიალის გახსნას და ვინ ჩაუგდგება მას სათვეში, ამ კითხვით ფოთის საკრებულოს წევრს „შენების მოძრაობიდან“ მაია ჩხარტიშვილს მივმართეთ. საზოგადოებრივი მოძრაობა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში ტრენინგ კურსის “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” შესახებ შეხვედრა გაიმართა 06 02 20

ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა რეგიონში დაგეგმილი საგანმანათლებლო ტრენინგ კურსის ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” შესახებ გაიმართა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოსთან”, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას აღნიშნული სეგმენტის სტიმულირების და განვითარების მიზნით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა 06 02 20

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით მას მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. როგორც ცნობილი გახდა მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღის პირველ ნახევარში მიმართა. მას სურდა მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ კანცელარიაში განცხადება დაეწერა. გიორგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, თუმცა იპოთეკური სესხის გამო ბინა დაკარგეს და უსახლკაროდ დარჩნენ. მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, საავადმყოფოში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში დაიწყო 06 02 2

ფოთის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს, გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 06 02 20

ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ვაშინგტონში შეხვდა. სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო. ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება: „დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და…

იხილე მეტი