სიახლე 

ფოთში საჯარო კითხვის დღე გაიმართება 30 01 20

5 თებერვალს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე “ ღონისძიებას, სახელწოდებით „სევდის ბაღს შევალ“, მართავს და ორგანიზატორთა განცხადებით ის ცნობილი ქართველი პოეტის, ბესიკის დაბადებიდან 270 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამასთან ერთად ლიტერატურული სალონი აგრძელებს რუბიკას ,,ეს ჩემგან“. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ შეარჩიონ საყვარელი ლექსი თუ ფრაზა და ჩაწერონ ვიდეო, რომელიც როგორც „მეცხრე ტალღა“-ს ეთერში , ასევე სოციალურ ქსელებშიც განთავსდება. ლიტერატურული სალონ „გულის სამელნე“ -ს პროექტი „ეს ჩემგან“ უკვე მეორე წელია ხორციელდება და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა 30 01 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. თენგიზ ირემაძეს წიგნი – იოანე პეტრიწი, რომელიც ინგლისურიდან ბესიკ მაშავამ თარგმნა და ჰანს-გეორგ გადამერის – ყოფიერება-სული-ღმერთი რომელიც ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა. თენგიზ ირემაძეს დაფუძნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სერია საქართველოსა და გერმანიაში, არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, რომლებიც გამოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 30 01 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 31 იანვარს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° +9° ; ღამით: +6° +8 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, სიჩქარით. 1 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° +9° ; ღამით: +4° +6° იქნება. 2 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი ჰაერის ტემპერატურა დღისით +8° +1° ღამით +6° +8° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკის ხმა 30 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მოსმენა სენატში გრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მათთვის მიცემულ დროში უკვე წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები. ორივე მხარის წარომადგენელთან შეკითხვები ჰქონდათ სენატორებს. ეს პროცედურის სტანდარტული ნაწილია. სენატორებს დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების მისაღებად შეუძლიათ კითხვით მიმართონ როგორც ბრალდების ისე, დაცვის მხარეს. ახლა საიმპიჩმენტო ვნებათაღელვის ეპიცენტრში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონია. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის ახალ წიგნში, ჯონ ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მართლაც შეუჩერა უკრაინას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულო სხდომა მოძრაობა „გაბედე“-ს აქციის ფონზე 29 01 20

ფოთში საკრებულოს რიგით მეორე მოწვევის სხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე ერთამანეთს ნაციონალური მოძრაობის და ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ, რაც დარეჯან ცხვიტარიას განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე რომ, ოცნება ახალგარზდებს ზონდერებად იყენებს. სხდომის პარალელურად მოძრაობა ,,გაბედეს „ წევრებმა მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან აირწინაღებითა და ლანგარზე დადებული თევზით მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით ფოთში გავრცელებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. ინტერვიუ ბექა ნათელაშვილი. მიშა ქუმსიშვილი აქციას შეუერთდნენ ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც, რომელთა ორგანიზებით, თევზის სუნის გამო ფოთში პერმანენტული აქციები ეწყობოდა მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის…

იხილე მეტი
სიახლე 

კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ 29 01 20

პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი “სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა. 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი „სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი „სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) „ლამაზი აივანი“ – ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა „საწარმოს ლამაზი ეზო“ – ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო „ლამაზი ეზო” – ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცეს. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 29 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის ანი ჩხიკვაძე მუშაობს. „გაფრთხილება ქართულ ოცნებას“ ასე აფასებენ ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის წევრების მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილ წერილს. მიმომხილველები ამბობენ, რომ კონგრესმენთა ეს ნაბიჯი ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების დაინტერესებას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რადგან მიუხედავად დაძაბული შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისა, კონგრესმენებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. როგორ ხსნიან კონგრესმენების ნაწილის შეშფოთებას, შეერთებული შტატების დედაქალაქში. აკადემიური წრეების წარმომადგენლებს „ამერიკის ხმა“ ესაუბრა. ამერიკის პრეზიდენტის ადვოკატები სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო სასამართლოზე გამოსვლას გუშინ დაამთავრეს, თუმცა შეკითხვაზე, მოიწვევს თუ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მეთევზეებმა აქცია გამართეს 29 01 20

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს. მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ მათთვის აღნიშნული…

იხილე მეტი
სიახლე 

ნორჩი ვეტერინარი ფოთიდან 28 01 20

დღეს  გვინდა   გაგაცნოთ ფოთელი გოგონა  ანასტასია კვარაცხელია  რომელსაც  ძალიან უყვარს ცხოველები. მისი   ინტერესი  თევზების,   ფრინველების და ცხოველების  მიმართ  2 წლის ასაკიდან დაიწყო.  შემდგომ დედას ეხმარებოდა ზოომაღზიაში, ამ სფეროში დიდი ნიჭი აღმოაჩნდა და უკვე კვალიფიციური კონსულტაციების გაწევაც კი შეუძლია.   ანასტასიას ამჟამად სახლში ჰყავს თუთიყუში  და  ძაღლები.   ის  ჯერ მხოლოდ მესამე  კლასშია,  თუმცა  კარგად  იცის  როგორ უნდა  მოუაროს  ცხოველებს და  ფრინველებს, როგორ დაიცვას ჰიგიენური ნორმები   და  რა  გარემო  პირობები  სჭირდებათ მათ. ანასტასიას  ოცნებაა  რომ    ვეტერინარი  გამოვიდეს  და  საკუთარი კლინიკა  ჰქონდეს. მომავალში კი   უპატრონო, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენებაც აპირებს.

იხილე მეტი