სიახლე 

“ომიკრონის” შტამი ბავშვებში, სწრაფად ვრცელდება 24 01 22

კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. “ომიკრონის” შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება. ათობით მცირეწლოვანი საქართველოს სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებულია. იცვლება ბავშვების მკურნალობის პროტოკოლიც. როგორც ქალაქ ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდის ბავშვთა კოვიდ განყოფილების პედიატრი ნინო კირთაძე აღნიშნავს: ბავშვებში ომიკრონის შემთხვევებმა მოიმატა. მისი თქმით ამ დროსთვის,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ,,ბომონდში” 7 ბავშვი იმყოფება. ,,თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა რომელიც ექვემდებარება სიცხის დამწევს და არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, მისი მართვა სრულიად არის შესაძლებელი სახლის პირობებში აღნიშნავს პედიატრი.ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთადერთი…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში კარანტინის და იზოლაციების წესები შეიცვალა 21 01 22

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის შეიცვალა. ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის: კარანტინის ვადა 8 დღით განისაზღვრა;სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი; საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:კარანტინის ვადა 10 დღით განისაზღვრა, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია რომ იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ოჯახის ექიმი მიიღებს. კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც. არ ექვემდებარება იზოლაციას, თუმცა, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში;ვაქცინაციის მე-2 დოზის…

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 21 01 22

დღეს ფოთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მიზანი ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება და ადგილობრივი თვითმმართველობების კარგი პრაქტიკის ხელშეწყობაა, სხვადასხვა თვითმმართველობების წარმატებული მაგალითების გაზიარებით. კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, როგორც ისინი აცხადებენ: შეხვედრა საშუალებას მისცემს თვითმმართველობებს პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის რაციონალური ხერხების მოძიებაში. აღსანიშნავია,რომ ქვეყანაში არსებული,კორონავირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე კონფერენცია ჰიბრიდული სისტემით ჩატარადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 01 2022

22 –23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.ფოთში 22 იანვარს დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება. უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 ღამით +5 +7 იქნება. 23 იანვარს მოსალოდენლია ღრუბლიანი ამინდი შესაძლებელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 ხოლო ღამით +5…

იხილე მეტი

„კურსორი„-ს სტუმარია დავით კოდუა 20 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ს დირექტორი: დავით კოდუა, რომელიც კლუბის მიერ დაგეგმილ საქალაქო ფესტივალებზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 20 01 22

ფოთში საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე , ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ,რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის. შეხვედრაზე ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია რომ ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. იმუნიზაციის ცენტრბში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის ყველა საბავშვო ბაღმა მუშაობა განაახლა 20 01 22

დღეს ფოთში ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა განაახლა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას თქმით, დღეს ბაღებში აღსაზრდელთა 15% გამოცხადდა. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს, პედაგოგთა და აღსაზრდელთა ტესტირება,კვლავ გეგმიურად გრძელდება. აღსანიშნავია რომ აღსაზრდელებს შენობაში შესვლამდე თერმო სკრინინგი უტარდებათ და ამასთან ყველა კოვიდ რეგულაცია მკაცრადკ ონტროლდება.ფოთში სულ 15 ბაღი ფუნქციონირებს,დღეს კი საერთო დამსწრეთა რადენობამ 221 შეადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

,,თოჯინების სახალხო თეატრი’’-მა, დღეს თოჯინური სპექტაკლი, “ჭირვეულები”გამართა 19 01 22

ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ,,თოჯინების სახალხო თეატრი’’-მა, დღეს თოჯინური სპექტაკლი, “ჭირვეულები”გამართა.დამდგმელი რეჟისორის ალექსანდრე ნოდიას განცხადებით: სპექტაკლ ,,ჭირვეულების’’ მთავარი აზრი ოჯახის ერთიანობის მნიშვნელობა იყო ,რის გამოც მაყურებლების დიდი ოვაცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ,, ფოთის სახალხო თოჯინების თეატრი’’,რეგიონში ერთადერთია და ის 42 წელია რაც ფუნქციონირებს, როგორც მსახიობები აცხადებენ: ფოთელი მაყურებელი კიდევ არაერთ საინტერესო თოჯინურ სპექტაკლს იხილავს.

იხილე მეტი