სიახლე 

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება მოდით გავიცნოთ ევროპა გაიმართა 16 05 19

„ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, მესამე საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება, სახელწოდებით ,,მოდით გავიცნოთ ევროპა“ ჩატარდა. VI ბ კლ. მოსწავლეებმა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები თავისი დროშებით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით წარადგინეს. საქართველო კი სიმბოლურად, ევრო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს. ღონისძიებას ფოთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების მიზანია მოსწავლეებმა და საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ევროპის ქვეყნების ისტორია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს 15 05 19

ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემაერთებელ მონაკვეთზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „New Road“ ახორციელებს. ამჯერად არსებული საფარის რეციკლირება მიმდინარეობს, რომელსაც ქვეკონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „გზამშენებელი-13“ ასრულებს, ხოლო ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ აპრილს დაიწყო და ორ ივლისს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 826 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა 15 05 19

დასრულდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ“ დააფინანსა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პირველი, ადგილი მეორე სკოლის გუნდმა დაიკავა. „ფოთის ახალგაზრდული იდეა“ მომავალში შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას.

იხილე მეტი
სიახლე 

მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება 15 05 19

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება. ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფოთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომელსაც საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე. აღნიშნულ პროექტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამტრედიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები აღმოჩნდა 14 05 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრა, – ამის შესახებ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს მშენებლები, თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად ფოთის მერს, მერის მოადგილეებს და საპროექტოს წარმომადგენლებს თეატრის შენობაში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიამ პროექტში არსებული ხარვეზები და ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა, მათ აღნიშნეს, რომ პროექტით ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა სრულყოფილი არ არის, რაც მუშაობის პროცესში, რიგ პრობლემებს გამოიწვევს. პროექტი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, სახურავის, ფასადის, სარდაფის, ვენტილაციის, გაგრილების სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. თუმცა, თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, პროექტით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს 14 05 19

ფოთში, ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს. დაახლოებით 5 თვის ბახალა, სულ ერთი კვირაა, რაც მისთვის უჩვეულო გარემოში იზრდება, მაგრამ უკვე ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნოვბს თავს. ჯერ ვერ დაფრინავს, თუმცა ეზოში თავისუფლად დასეირნობს. ადამინებთან ძალიან კონტაქტურია, განსაკუთრებით უყვარს როდესაც ესაუბრებიან. ბახალას მისი შეფერილობის გამო უჩა შეარქვეს. ჩვილი ბავშვივით ყურადღებას ითხოვს, თუ ჩხავილს იწყებს, ესეიგი მოწყენილია ან მოშივდა. საკვებიდან ყველაზე მეტად შვრიის ფაფა მოეწონა, რომელსაც პატრონის ხელით, ყოველ ერთ საათში, კოვზით მიირთმევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა 14 05 19

ფოთში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ნიკო ნიკოლაძეს კოშკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. აქტივობის ფარგლებში საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრმა ბესიკ მაშავამ წაიკითხა. მან თემაზე “ქრისტიანული აზროვნების კერები საქართველოში” ისაუბრა. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

თხილის გადარჩენის კამპანიის აქტიური ფაზა დაიწყო 14 05 19

სამეგრელოში თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში „თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციამ თხილის შესაწამლი 1000-ზე მეტი აპარატი ფერმერებს უსასყიდლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა. ამასთან, ბაღის მოვლისა და შეწამლვის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას ასოციაციის სპეციალისტები გაუწევენ. პროგრამის განხორციელების პროცედურებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრიც გაეცნენ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებული თხილის გადარჩენის სქემით ფერმერები კმაყოფილნი არიან. ამ ეტაპზე ჩატარებულია ორი წამლობა და ემზადებიან მესამე ეტაპისთვის. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, მათ შორის ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა 13 05 19

„ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა. თამაშების სერია ,რა, სად, როდის”, „ერუდიტ სექსტეტი“ და „ბრეინ რინგი“სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში სადაც 12 საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. ასევე საუკეთესო მოთამაშე დასახელდა. N1 საჯარო სკოლა, “რა, სად, როდის” და “ერუდიტ სექსტეტის” გამარჯვებული გახდა, მათ ასევე ორი გარდამავალი თასი გადაეცათ, „ბრეინ რინგის“ გამარჯვებული კი N3 საჯარო სკოლა. ჟიურიმ ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოთამაშეები გამოავლინა. ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ერუდიტ მოთამაშე, N1 სკოლის მოსწავლე გეგა კარანაძე დაასახელა. „ინტელექტუალური თამაშების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქუჩის მხატვრებმა ორი კედელი მოხატეს 13 05 19

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთს ესტუმრა. მხატვრების ინიციატივით და საკრებულოს წევრის, ბაქარ ერაგიას ხელშეწყობით, ფოთში, ორ ლოკაციაზე შენობის კედლები მოიხატა. ქალაქს თანამედროვე ქუჩის მხატვრების, ნამუშევრები შეემატა. აღსანიშნავია, რომ ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთში პირველად გამოჩნდა. კედლები თბილისელმა და ზუგდიდელმა მხატვრებმა, როსტომ ზარანდიამ და დავით სამხარაძემ მოხატეს. თითოეული კედლის მოხატვას კი 3-4 დღე დასჭირდა. მოძრაობა ნიკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს. პროექტი ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას და ქალაქის იერსახის გალამაზებას ემსახურება, ამასთანავე სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზე საქართველოს აღმოჩენას.

იხილე მეტი