სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 25 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე, 27 თებერვლის ჩათვლით, დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა +4°-მდე დაიწევს. 26 თებერვალს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 13მ/წმ სიჩქარით. ასევე ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ღამით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +6° +8 °; ღამით კი + 4 ° + 6 ° იქნება. 27 თებერვალს ცვალებადი მიმართულების ქარია მოსალოდნელი, რომელიც 15 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად ღრუბლიანი, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6° +8°, ხოლო ღამით +4° +6° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბიძინა (მანუჩარ) ჩემიას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა 25 02 19

24 თებერვალს, საკალათბურთო დარბაზში, ,,კოლხეთი 1913’’-ის ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ბიძინა (მანუჩარ) ჩემიას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა, ტურნირი 2010 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის ჩატარდა. სადაც ხობის, სენაკის, ლანჩხუთის, ზუგდიდისა და ფოთის ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ. III ადგილისათვის ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1’’ და სენაკის ,,ქუჯი’’ დაუპირისპირდნენ, სადაც სენაკელმა მოზარდებმა ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს და III საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ. ფინალში ლანჩხუთის ,,გურია’’-მ ანგარიშით 4:3 ზუგდიდის ,,კოლხა’’ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. თასის გათამაშება საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი 21 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 23 თებერვლის ჩათვლით ცვალებადი ღრუბლიანობა დაფიქსირდება, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +16° დაფიქსირდება. 22 თებერვალს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 16მ/წმ სიჩქარით.ასევე ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ხანმოკლე წვიმით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° 9 °; ღამით კი + 6 ° + 8 ° იქნება. 23 თებერვალს დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 12 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად ღრუბლიანი, უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ღმით ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14° +16°, ხოლო ღამით +9° +11° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. 21 02 19

25-დან 28 თებერვლის ჩათვლით, ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში ჩატარდება. გიორგი ფარეშიშვილის თქმით, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა პატივის მისაგებად, ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიალი გაიმართება. ასევე, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, დაღუპულ მებრძოლთა მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომში, ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მხოლოდ ერთ პედაგოგს აქვს მინიჭებული 20 02 19

ფოთში, 430 პედაგოგიდან 175 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა, თამარ ფაჩულია კი ერთადერთი პედაგოგია, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. რაც შეეხება მენტორს, ჯერ-ჯერობით ამ სტატუსის მქონე მასწავლებელი ქალაქში არ არის. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, საქართველოში მასწავლებელთა სერტიფიცირება 2010 წლიდან დაიწყო. ფოთიდან ყოველ წელს, გასულ წლებთნ შედარებით, რიცხობრივად უფრო მეტი პედაგოგი გადის სერტიფიცირების ეტაპს, რაც მასწავლებლის პროფესიული ცოდნის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება. გოჩა ქორქიას თქმით, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტიდან მასწავლებელთა რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დევნილთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს 20 02 19

დევნილთა საბჭოს წევრები კულტურის სახლის დარბაზში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა დევნილთათვის, ფოთში ბინათმშენებლობის აღდგენის თაობაზე გაიმართა. საუბარი იყო დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს გააქტიურების შესახებ, რათა შემდგომ, ადგილობრივ ხელისუფლებას, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად მიმართონ. თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ, საუბრისას განაცხადა, რომ მათ მოთხოვნებს გაეცნობიან და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო-სვანეთის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონატი დასრულდა 20 02 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. მასში ფოთის, ზუგდიდის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტების 47 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულები ასევე თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა, შესაბამისი ასაკის, საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

,, კურსორი”- ს სტუმარია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი 20 02 19

,,კურსორი”- ს სტუმარია ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ 18 02 19

ფოთელი მოკრივეები მარნეულში ჩატარებული საქართვერლოს ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ახალგაზრდებს შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა სკოლამ და ფოთის მოკრივეთა სკოლამ 9 სპორტსმენი წარადგინა, სადაც ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი ოთხი დღის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც, მწვრთნელებმა აღნიშნეს, ამ გამარჯვებით ფოთელმა მოკრივეებმა, ევროპის ჩემპიონატისთვის, საქართველოს ნაკრებში ადგილი მოიპოვეს, რომელიც მაისის თვეში ჩატარდება. მოკრივეთა სკოლის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებში ორი ფოთელი მოკრივე მოხვდა. მოკრივეები შემდგომ შეხვედრას ბაკურიანში გამართვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოც. დაუცველებისთვის ქარგვის შესწავლის უფასო კურსები გაიხსნა 18 02 19

ფოთში, სოციალურად დაუცველებისთვის, ფრანგული ქარგვის, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების უფასო სასწავლო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი ფონდი “ქველმოქედი 2015″–ის ინიციატივითა და “არტ–გალერეა 34–ის” მხარდაჭრით განხორციელდა. პრეზენტაციას ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მსურველებს საშუალება ექნებათ ერთი წლის განმავლობაში დაეუფლონ ამ ხელოვნებას. მათ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს 4 პედაგოგი ჩაუტარებს. გაკვეთილები ყოველ შაბათ კვირას „არტ-გალერეა 34“-ის ოფისში სამი საათიდან ჩატარდება.

იხილე მეტი