სიახლე 

პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა 20 08 18

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა. პროექტის მთავარი პირობაა რეგიონში არსებული წარმოების გაფართოება ან ახალი ბიზნესის წამოწყებაა და რეგიონის განვითარება. პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც არსებულ ისე ახალ ფენეფიციარებს. მათთვის ვინც უკვე სარგებლოს აღნიშნული გრანტით თანადაფინანსება არანაკლებ 50%_ს შეადგენს, ხოლო ახალი ფენეფიციარებისთვის 20%-ს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 20 000 ლარია. ბიზნესიდეების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში საიტზე www.enterprisegeorgia.gov.ge – ზე შეუძლიათ. იდეების გადარჩევის შემდეგი ეტაპი არის ბიზნესგმების კონკურსი. შერჩეულ ბენეფიციარებს ბიზნენის წარმატებულად განსახორციელებლდ პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტის “აწარმოე საქართველოში” მიმდინარე ეტაპის მთლიანი ბიუჯეტი 10…

იხილე მეტი
სიახლე 

ტარიელ ხარხელაური ფოთში 15 08 18

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ცნობილ ქართველ პოეტთან ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა. საღამოს ფოთის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები დაესწრნენ. პოეტმა ყველასათვის საყვარელი ლექსები წაიკითხა და მისი პოეზიის მოყვარულთა შეკითხვებს უპასუხა.შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას სახელობის საჭადრაკო ტურნირი ფოთში 11 08 18

10-11 აგვისტოს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის საჭადრაკო კლუბის ფუძემდებლის და ათეულობით წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 51 და 2 უცხოელი მოჭადრაკე. ტექნიკური შედეგები: I – ნიკა ღვამბერია (ფოთი), II – გოჩა ჩაჩუა (ფოთი), III – გიორგი ბეჭვაია (ზუგდიდი). 12 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო თეიმურაზ კვიკვინია (ფოთი), II – კახაბერ კიზირია (ფოთი), III – გიორგი ჭანტურია (სენაკი). 8 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ფოთელმა დემეტრე…

იხილე მეტი
სიახლე 

8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში 08 08 18

ფოთში აქცია ლოზუნგით ,,გვახსოვდეს 8 აგვისტო“ გაიმართა. ახალგაზრდები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. კოლხური კულტურის მუზეუმში კი გამოფენა „ოკუპაციიდან ოკუპაციამდე“ გაიმართა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაბომბვის შედეგად ფოთში 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-ის გულშემატკივართა ბრიფინგი 3 07 18

ფოთში ,,კოლხეთი 1913“-ის გუშემატკივრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. შეგახსენებთ რომ, სფფ-ის სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ფოთის ,,კოლხეთი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა,  გუნდს 6 ქულა დააკლო და 5 ფეხბურთელს კი 6-6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. გულშემატკივრების  განცხადებით, ამის გამო  გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა და ისინი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ლევან კობიაშვილს   თხოვნით მიმართვენ , რომ გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის დაკლებულ 6 ქულას ეხება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სპინინგით თევზაობაში ჩემპიონატი ჩატარდა 30 07 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრისა და მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ერთობლივი ძალისხმევით , ფოთში სპინინგით თევზაობაში ჩემპიონატი ჩატარდა. პირველობაში მონაწილეობას 30 მეთევზე იღებდა, მათ შორის თბილისელი , ქუთაისელი და ბათუმელი სპინინგისტები. პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ფოთელმა დიმიტრი ფიფიამ მოიპოვა, მეორე_ ქუთაისელმა ზურაბ კუხიანიძემ , მესამე ადგილი კი _ბორის ფიფიამ დაიკავა. რაც შეეხება ნომინაციას BIG FISH_ი 44 სანტიმეტრიანი ქარიყლაპიით, შალვა ტორჩინავამ გაიმარჯვა. გამარჯველუბლთათვის სპეციალური პრიზები მაღაზიებმა „ქრეიზი ფიშმა“ და მეტეორმა“ დააწესეს. ასევე სპეციალური პრიზი საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზინდენტმა შოთა კვარაცხელიამაც დააწესა. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, დიპლომებითა და თანამედროვე თევზსაჭერი აღჭურვილობით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 30 07 2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-16 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კამათი სპორტულ სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საკითხს მოჰყვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ხომერიკი აცხადებს, ფოთში არსებული თითქმის ყველა სპორტულ სკოლაში მოშლილია ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, მაშინ როცა არსებობს სპორტის სამსახური პარარელურად სასპორტო გაერთიანების ფუნქციონირება, მხოლოდ დამატებითი ხარჯია. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვისკენ მოუწოდებს. ბრალდებას არ იზიარებს ადგილობრივი ხელისუფლება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რვა საკითხი იქნა განხილული.  

იხილე მეტი
სიახლე 

ჟან გრონდენი – „რელიგიის ფილოსოფია“. თარგმანის პრეზენტაცია ფოთში 30 07 18

28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის – „ჟან გრონდენი: რელიგიის ფილოსოფია“ – პრეზენტაცია. წიგნი ფრანგულიდან თარგმნა უნივერსიტეტის პროფესორმა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. პრეზენტაციაზე, მთარგმნელმა დამსწრეებს გააცნო ჟან გრონდენის რელიგიის ფილოსოფიის კონცეფცია, ხოლო, წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება 27 07 18

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება, გუშინ ფოთის ფოლკლორის ცენტრში მორიგი სპექტაკლი „მეცეკვე ტანგო“ გაიმართა ,რომელიც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულმა სახელელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარუდგინდა მაყურებელს , სპექტაკლი ორი სიყვარულის ამბავს გვიჩვენებს,ერთი რომელიც ახლა იბადება და მეორე რომელიც ათეულ წლებს ითვლის.შეგახსენებთ რომ რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლის დაიწყო და 30 ივლის დასრულდება

იხილე მეტი