ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. 18 დეკემბერი, 2017
ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა,შედეგად ერთ-ერთი მანქანის მგზავრი ქალბატონი დაშავდა,ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, დაზიანებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:
„46 წლის ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავებული,უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა.პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას”.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია
