სიახლე 

ფოთში COVID -19 ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 29 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. 150 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად კოვიდი 300 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება და 3 ათასზე მეტი იღუპება.ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის დროულად დატოვებისკენ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.სრული ლოკდაუნისთვის ემზადება თურქეთი, სადაც მკაცრი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 29 04 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.  ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტებით სავსე კალათები გადაეცათ. პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, არსებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. სოციალური მომსახურების ცენტრი ყოველდღიურად 350 ბენეფიციარს ემსახურება. აღნიშნული აქცია 2დღის განმავლობაში გაგრძელდება ის ფოთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა 28 04 21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. “ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომები გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ედიშერ ბაღათურია 28 04 21

,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია, დოკუმენტური ფილმის : ,,ნატოჩაო’’-ს ერთ-ერთი ავტორი : ედიშერ ბაღათურია,რომელიც ფილმის შექმნის იდეასა და გახორციელების გზებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სახლები უქმე დღეებში მუშაობას განაგრძობენ 28 04 21

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობა აღდგომას პროდუქტებზე გაზრდილი ფასით ხვდება 28 04 21

ფოთელი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორია პროდუქტის ფასები კოვიდ პანდემიის ფონზე წინასააღდგომოდ. მოვაჭრეთა განცხადებით პანდემიამ მათზე უარყოფითი გავლენა იქონია, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა მომხმარებელთა რაოდენობამ კი იკლო. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წლის აპ­რილ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ხილი 45%-ით, რძის ნა­წარ­მი 23%-ით, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 15%-ით, პურპრო­დუქ­ტე­ბი კი 8.4%-ით გაძ­ვირ­და. „საქსტატ­მა“ აპ­რი­ლის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აპ­რილ­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 6.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. როგორც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყვეთ პროდუქტების ფასები კვლავ მაღალია. ამდრომდე უცნობია…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ -19 ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 28 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 551ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება, შემთხვევების რაოდენობა მატულობს. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1551 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების რაოდენობის მომატება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, აუცილებლად ვატაროთ პირბადე და თავი შევიკავოთ სადღესასწაულო სუფრებისგან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია დიდი თავყრილობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020…

იხილე მეტი