სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 02 04 21

არემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.მათი ცნობით, 7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ფოთში 3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 + 13; ხოლო ღამით +9 +11, დღე უნალექოდ ჩაივლის. 4 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით + 16 + 18;…

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმარია: იამზე გორგოტაძე 01.04.21

სამაუწყებლო კომპანია ,, მე 9 ტალღა” გთავაზობთ ჟურნალისტ ია გორგოტაძის საავტორო გადაცემას,რუბრიკაში ,,საინტერესო ქალები და ბატონები”გადაცემის მთავარი მიზანია,საინტერესო ადამიანების აღმოჩენა, რესპოდენტები საქართველოს და მის გარეთ მცხოვრები ადამინები არიან,რომლებიც თავად ყვებიან თავინთი ,, წარმატების ფორმული” შესახებ. ,, საინტერესო ქალები და ბატონები” ეთერში გავა კვირაში ორჯერ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათ ჩვენს ეთერში 18 საათზე, აღნიშნული თემაზე სასაუბროდ ,,კურსორის დღევანდელი სტუმარია: იამზე გორგოტაძე,რომელიც გადაცემის იდეაზე და გახორციელების გზებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ლარის გაუფასურება სურსათის გაძვირებაზე აისახა 01 04 21

კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სამი ძირითადი საფრთხე შეუქმნა: მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, ლარის კურსის დაცემა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზრდა.ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 3.4464 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ფასი 3.4118 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0346 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი დღეს 4.0426 ლარია, ხოლო გუშინ, მისი შეძენა 4.0044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0382 ლარი შეადგინა.აღნიშნულმა პრობლემამ, პირდაპირი საფრთხე შეუქმნა, სურსათზე ფასის ზრდას და დღეს სახეზე გვაქვს 1 ლიტრი ზეთი 8 ლარი, ზოგან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 04 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას უახლოვდება.„სამწუხაროდ, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაოდენობა იზრდება და საქართველოში მესამე ტალღის საშიშროება დგას​. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება მოდუნდა. მესამე ტალღა თუ დაიწყო, ეს იქნება ძალიან მძიმე ფონი და ძალიან მასობრივად გავრცელებადი ინფიცირება“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის აზრით, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა.„თანდათან მესამე ტალღისკენ მივდივართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა“, – ამბობს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში ახალი სპექტაკლისთვის მზადება მიმდინარეობს 01 04 21

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეალიბიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა

იხილე მეტი

ფოთში გამწვანების აქცია გაიმართა 01 03 21

დღეს ფოთში, ახლგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა,რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.ქალაქში სულ 130 ნერგის განთავსება იგეგმება,აქედან უკვე,80 ნეკერჩხლის ნერგი აკაკის ქუჩაზე დაირგო, ხოლო 50 კვიპაროსი კი ნიკოლაძის სანაპიროზე. .აქციის ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიებები,როგორც ქალაქისთვის ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ,,გამწვანება” ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორის სტუმარია ირაკლი შონია 31.03.21

დღეს 31 მარტია,საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია ეროვნულ მოძრაობაზე,ზვიადის გზაზე და მის მომხრეებზე გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ავტორი: ირაკლი შონია,რომელიც ფილმის შექმნის პროცესზე გვესაუბრება.

იხილე მეტი