„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე გიზო კვარაცხელია 03 12 20

3 დეკემბერი საქართველოში და მსოფლიოში შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა,ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ სტუდიაში ქალაქ ფოთის შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი „ინტერნეტ + “ დამფუძნებელი გიზო კვარაცხელია ჩაგვერთვება

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე 03 12 20

ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე,საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა: არ დაიბეგრება 1500 ლარამდე შემოსავალი,იმათ კი ვინც სამსახური დაკარგა 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცემა,იმ ოჯახების რომლის სარეიტინგო ქულაც 65 000 -დან 100 000 მდეა 600 ლარიანი დახმარება გადაეცემათ და ა.შამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე მოვიწვიეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რა ინფორმაცია აქვთ ფოთელებს ოჯახის ექიმის შესახებ 03 12 20

პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს ან ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.იციან თუ არა ფოთელებმა ოჯახის ექიმის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ , ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 ის შესახებ 02 12 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.ჩვენი ჩართვის სტუმარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციებში შემოღებულ ახალ რეგულაციებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 12 20

ფოთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 061 პირი. გარდაიცვალა 39 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 143 376-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 121 621 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 342 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რუხის კლინიკაში 148 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის, სენამედის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ფოთის კლინიკაში კი – 40…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამართალ დამცველებმა ერთი პირი დააკავეს 02 12 20

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვამ ასობით მედუზა გამორიყა 02 12 20

ფოთში, ზღვამ ასობით მედუზა გამორიყა. ეს უჩვეულო სანახაობა მალთაყვის უბნის სანაპიროზე დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიცოცხოლო მედუზებით სავსე სანაპირო, საკმაოდ სევდიანი სანახავია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელს რამაზ მიქელაძეს დავუკავშირდით.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ირაკლი ლეჟავა 02 12 20

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. დეტალებზე სასაუბროდ ჩვენს სტუდიაში ფოთის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ლეჟავა ჩაგვერთვება.

იხილე მეტი